Combined Shape

სერვერადმინი

DiffusionBee

დავით მაჭახელიძე

Serveradmin
Serveradmin
DiffusionBee
Loading
/

ფუტკარი და დიფუზია – როგორ ვისარგებლოთ სახვითი ხელოვნური ინტელექტით უფასოდ და ლოკალურად

Midjourney და Dall-E 2 წარდგენას არ საჭიროებს, თუმცა სერვისებით სარგებლობა ხშირ შემთხვეაში შზღუდულია რაოდენობრივად ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი უფასოდ.

Apple უკვე საკუთარ ჩიპებზე დაფუძნებულ კომპიუტერებს აწარმოებს და სასიხარულოა ისიც, რომ ამ კომპიუტერებს შესანიშნავი მონაცემები აქვს გრაფიკული და ხელოვნური ინტელექტისთვის უფრო გამოსადეგია ვიდრე Intel-ის პროცესორებზე დაფუძნებული მანქანები.

ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში წავაწყდი აპლიკაციას, რომელიც ძალიან ამარტივებს ხელოვნური ინტელექტის და ამჯერად Stable Diffusion-ის მოდელების გამოყენებით ტექსტის ნახატებად გარდაქმნას.

გაშვებისას აპლიკაცია მოდელს გადმოიწერს, რომელიც საკმაოდ დიდია და გარკვეული დრო დაჭირდება ინტერნეტთან კავშირის სიჩქარის შესაბამისად.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ 8 გიგაბაიტამდე თავისუფალი სივრცე დაგჭირდებათ საერთო ჯამში.

პროგრამაში ასევე შესაძლებელია საკუთარი ან გარეშე მოდელების გამოყენებაც.

დიდი რაოდენობით მოდელები უკვე ხელმისაწვდომია Hugging Face საზოგადოების რეპოზიტორიებში.

აი პირველი ქმნილებაც:

აპლიკაციას გარდა ტექსტის გასურათებისა შეუძლია არსებული სურათის ტრანსფორმაცია, სურათში ჩახატვა, და სურათიდან ობიექტები ამოღება.

შესაძლებლობები თითქმის ამოუწურავია, ასე რომ კეთილ მოგზაურობას გისურვებთ.

პროგრამის ავტორმა არ აწყენია ძველი თაობის Apple-ის მომხმარებლებს და პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადა Intel-ის ჩიპებზეც.

გასაკვირად სასიამოვნო იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ Windows-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ ამ საოცრებით ისარგებლონ.

გააზიარეთ: