Combined Shape

სერვერადმინი

არაენერგოეფექტური საათი

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
არაენერგოეფექტური საათი
Loading
/

Windows 11-ის ფუნქციონალურ განახლებებს არაერთხელ შევეხე წინა გამოშვებებში, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ახლა უნდა გაგაცნოთ ჩემთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

Neowin.net-ის ავტორმა გადაწყვიტა დაედგინა რამდენად მოქმედებს წამების გამოჩენა Windows 11-ის საათში, რომელიც სისტემურ ზოლზეა გამოსახული ენერგიის მოხმარებაზე. Moment 3 განახლების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ამ ფუნქციონალს ამატებს საოპერაციო სისტემაში.

ექსპერიმენტი HP Pavilion x360 ნოუთბუქზე ჩატარდა, რომელსაც მე-11 თაობის Intel Core i3 პროცესორი და 16 გბ. ოპერატიული მეხსიერება აქვს. ტესტირებისას კომპიუტერი ფრენის რეჟიმში და ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშით იყო. სამი სრული ტესტის შედეგად აკუმლატორმა გამორთული წამების მაჩვენებლით 100-დან 0-მდე 490-495 წუთში დაჯდა. გააქტიურებული ფუნქციით ავტონომიურობა 480-486 წუთამდე შემცირდა. ამგვარად ავტონომიურობა 1,892%-ით შემცირდა.

წამების გამოჩენა Windows 10-ზეც არის შესაძლებელი. თუმცა მისი ჩართვისთვის რეესტრის რედაქტირებაა საჭირო. Windows 11-ში ამის გაკეთება პარამეტრების აპლიკაციიდანაა მარტივად შესაძლებელი.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი დროთა განმავლობაში უნდა უმჯობესდებოდეს, თუმცა მაიკროსოფტის პროდუქტებში ფუნქციონალის ზრდასთან ერთად ნაწილობრივ ვშორდებით სტაბილურობასა და ენერგოეფექტურობას. ამიტომაც Linux და macOS სისტემებზე დიდი ყურადღება ექცევა სტაბილურობასა და ოპტიმიზაციას.

გასაკვირი არ არის თუ რატომ ძლებს მაკი Windows ლეპტოპთან შედარებით საგრძნობლად მეტი დროის განმავლობაში დენის წყაროზე მიერთების გარეშე.

გააზიარეთ: