Combined Shape

სერვერადმინი

მომდევნო 5 წელი ყველაზე ცხელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
მომდევნო 5 წელი ყველაზე ცხელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში
Loading
/

ხშირად ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ მავანთა მიერ გამოიყენება გრანტების და კვლევების დაფინანსების მოსაპოვებლად, რომლებიც რეალურად არ ასახავენ მდგომარეობას და შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა.

ამჯერად მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში კლიმატური პროგნოზების შესახებ. როგორც ჩანს მომავალი 5 წლის პროგნოზი საშიშნლად გამოიყურება.

კვლევის მიხედვით 2023 – 2027 წლები ყველაზე ცხელი პერიოდი იქნება დაკვირვებების ისტორიაში. ამ წლების განმავლობაში დედამიწა გავხელდება რეკორდულ მაჩვენებლამდე. ასეთი ვარიანტის ალბათობა 98% შეადგენს.

უახლოესი 5 წლის განმავლობაში დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 66% ალბათობით 1.5°C გახდება. ასეთი “გაცხელების” მიზეზი რამდენიმეა: ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობა, სასათბურე გაზები ატმოსფეროში, რომლებიც აკავებენ სითბოს და ელ-ნინიოს ბუნებრივი ფენომენი.

ელ-ნინიო არის ანომალია, რომლის მიხედვითაც ზედაპირისა და წყლის ტემპერატურები წყნარი ოკეანის ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ნაწილებში იზრდება.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ტემპერატურის ზრდა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ადამიანების ჯანმრთელობის მხრივ. პრობლემები იქნება სურასთისა და ცხოველების სიცოცხლის მხრივაც. ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში გაიზრდება რესპირატორული დაავადებების გავრცელების რისკიც.

სიცხის შედეგად დაჩქარდება ყინულების დნობის პროცესიც, რის შედეგადაც ოკეანის დონე უფრო ჩქარა მოიმატებს. ორგანიზაციამ გამოთვალა, რომ არქტიკის დნობა 2023 – 2027 წლებში 3-ჯერ უფრო ინტენსიური გახდება.

მეცნიერები თვლიან, რომ 1.5°C-მდე ტემპერატურის ზრდა მუდმივი არ იქნება და მხოლოდ 2027 წლამდე გაგრძელდება. რა იქნება შემდეგ, მატება თუ კლება ჩვენთვის უცნობია.

https://www.scimex.org/newsfeed/one-of-the-next-5-years-is-set-to-be-the-hottest-on-record,-says-wmo-report/multimedia/WMO-report.pdf

გააზიარეთ: