MIST – MacOS Installer Super Tool

დავით მაჭახელიძე

მინდა წარმოგიდინოთ ძალიან მოხერხებული ინსტრუმენტი macOS-ის და Apple-ის კომპიუტერების მომხმარებლებისათვის. აპლიკაცია სრულიად უფასოა და ღია წყარო კოდით ვრცელდება.

პროგრამის ფუნქციონალი:

შეუძლია ყველა ხელმისაწვდომი macOS ფირმვეარის / ინსტალატორის სია მოიცავს სახელებს, ვერსიებს, ბილდებს, რელიზის თარიღებს და ზომას. ასევე მხარდაჭერილია macOS-ის ბეტა ვერსიები. შესაძლებელია macOS-ის ვერსიების ფილტრაცია გაშვებული სისტემის მიხედვით. სიების ექსპორტი შესაძლებელია CSV, JSON, Property List ან YAML ფორმატში.

შეუძლია ყველა ხელმისაწვდომი macOS ფირმვეარის / ინსტალერის გადმოწერა Apple Silicon Mac-ებისთვის მოიცავს Firmware Restore file (.ipsw) ჩამოტვირთვას, SHA-1 საკონტროლო ჯამის შემოწმებას და ფირმვერის URL-ბმულების ბუფერში კოპირებას.

შესაძლებელია Intel-ზე დაფუძნებული მაკებისთვის (Universal macOS Big Sur და უფრო ახალი) აპლიკაციის ბანდლის შექმნა (.app), დისკის იმიჯის შექმნა (.dmg), და ჩატვირთვადი იმიჯის შექმნა (.iso) ვირტუალიზაციისთვის (მაგ. Parallels Desktop, UTM, VMware Fusion, VirtualBox). ასევე შესაძლებელია macOS-ის საინსტალაციო პაკეტის შექმნა (.pkg). მხარდაჭერილია macOS Big Sur და ახალი მასიური 12GB+ ზომაში.

დამატებით ფუნქციებს შორისაა ხელმოწერილი დისკის იმიჯებისა და macOS საინსტალაციო პაკეტების შექმნა, ჩამოტვირთვების ქეშირება პროცესების აჩქარებისთვის. მხარდაჭერილია სხვადასხვა კატალოგები: Standard (macOS-ის ნაგულისხმევი კატალოგი), Customer Seed (AppleSeed Program), Developer Seed (Apple Developer Program), და Public Seed (Apple Beta Software Program).

ჩამოტვირთეთ ოფიციალური რეპოზიტორიიდან:

https://github.com/ninxsoft/Mist

გააზიარეთ: