SSL/TLS სერთიფიკატების მოქმედების ვადა 2029 წლისთვის 47 დღემდე შემცირდება.

CA/Browser Forum-ის წევრებმა ხმა მისცეს SSL/TLS სერთიფიკატების მოქმედების ვადის მნიშვნელოვან შემცირებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 2029 წლისთვის ის მხოლოდ 47 დღე იქნება, ახლანდელი 398-ის ნაცვლად. CA/Browser Forum არის სერტიფიცირების ცენტრებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების ჯგუფი, მათ შორის ბრაუზერების დეველოპერები, რომლებიც მუშაობენ ინტერნეტ კომუნიკაციებში გამოყენებული ციფრული სერთიფიკატების უსაფრთხოების სტანდარტების დადგენასა და შენარჩუნებაზე. მის შემადგენლობაში შედიან ძირითადი […]