გადასვლა შიგთავსზე
Ubuntu-ს „რასტიფიკაციას“ ახალი ეტაპი აქვს! Coreutils-ის მიგრაცია დასრულებულია
UbuntuLinuxSoftware2 წთ

Ubuntu-ს „რასტიფიკაციას“ ახალი ეტაპი აქვს! Coreutils-ის მიგრაცია დასრულებულია

Ubuntu-მ მოახერხა თავის ნაგულისხმევ ნაკრებში GNU Core Utilities -ზე საბოლოოდ უარის თქმა. ბოლო სამი დარჩენილი ბრძანება — cp , mv და rm — გადავიდა uutils-ის coreutils -ზე; Rust-ის ამ რეიმპლემენტაციას Canonical დისტრიბუტივში 2025 წლიდან ეტაპობრივად ნერგავს. ისინი uutils-ის ვერსიებში არსებული…

გაზიარება

Ubuntu-მ მოახერხა თავის ნაგულისხმევ ნაკრებში GNU Core Utilities-ზე საბოლოოდ უარის თქმა. ბოლო სამი დარჩენილი ბრძანება — cp, mv და rm — გადავიდა uutils-ის coreutils-ზე; Rust-ის ამ რეიმპლემენტაციას Canonical დისტრიბუტივში 2025 წლიდან ეტაპობრივად ნერგავს.

ისინი uutils-ის ვერსიებში არსებული ხარვეზების გამო 26.04 LTS-ში არ ჩართეს. ყველა სხვა ხელსაწყო, ls-დან და cat-იდან დაწყებული, chmod-ითა და du-ით დამთავრებული, წინა რელიზებში უკვე გადავიდა.

ეს ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბურია, შეუმჩნევლადაა ნახსენები Canonical-ის Ubuntu 26.10-ის მზადების პროცესში მყოფ გამოშვების შენიშვნებში.

ეს გრძელი გზა იყო

Canonical-მა Ubuntu-ს „ოქსიდაცია“ გასულ წელს დაიწყო, და Ubuntu 25.10 გახდა პირველი ვერსია, რომელშიც coreutils ნაგულისხმევად გამოჩნდა. იმავე რელიზში sudo-rs გახდა პრივილეგიების მართვის ნაგულისხმევი ხელსაწყო, რითაც ჩაანაცვლა ათწლეულების განმავლობაში არსებული ბრძანება.

26.04-ში გეგმის განხორციელება საგრძნობლად შენელდა, რადგან რამდენიმე TOCTOU პრობლემის გამო, რომლებიც სრულ იმპლემენტაციას აფერხებდა, Canonical-მა cp, mv და rm GNU-ს ვერსიებზე დატოვა.

ეს ხარვეზები აუდიტის დროს აღმოაჩინეს, როდესაც Canonical-მა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მარტამდე კომპანია Zellic-ს ორეტაპიანი შემოწმება დაუკვეთა, სადაც აქცენტი პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკულ უტილიტებზე გაკეთდა.

ორივე ეტაპის განმავლობაში Zellic-მა 113 პრობლემა გამოავლინა, მათგან 44-ს კი CVE მიენიჭა. Canonical-ის თქმით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მოგვარებულია.

აქამდე მოსვლას თან ახლდა აღმასვლები და დაღმასვლები, და ბოლო მონაკვეთიც არ ყოფილა მარტივი. ივლისში uutils-ის cp არქივში დაბრუნდა და მაშინვე უკან ამოიღეს, მას შემდეგ, რაც მან Live იმიჯების აწყობის პროცესი დააზიანა.

შესწორება სწრაფი აღმოჩნდა; ვინაიდან დეველოპერებმა მას სტატუსი „კრიტიკული“ მიანიჭეს, ცვლილება პირველწყაროს (upstream) გადაეგზავნა და მიგრაცია 26.10-ის გამოსვლამდე წარმატებით დასრულდა.

რა იცვლება თქვენთვის?

ბრძანებების აკრეფისას, ერთი შეხედვით, თქვენთვის არაფერი იცვლება. uutils coreutils შექმნილია, როგორც ძირითადი GNU ხელსაწყოების პირდაპირი შემცვლელი (drop-in replacement), და პროექტი GNU-სთან ნებისმიერ შეუსაბამობას ხარვეზად განიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული პარამეტრები შეიძლება ჯერ კიდევ აკლდეს ან განსხვავებულად მუშაობდეს.

ამიტომ, თუ GNU-ს ვერსიაზე დარჩენას ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ დააინსტალიროთ coreutils-from-gnu პაკეტი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს შეიცავს.

შემდეგი ეტაპი

Coreutils უფრო ფართო კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. მიმდინარე წლის დასაწყისში Canonical Trifecta Tech Foundation-ის ოქროს სპონსორი გახდა, რისთვისაც მეხსიერების თვალსაზრისით უსაფრთხო (memory-safe) სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის დასაფინანსებლად წელიწადში 40,000 ევროს გამოყოფს.

ამ ინიციატივის ფარგლებში მათი მიმდინარე სამიზნეა ntpd-rs — იმ ხელსაწყოების Rust-ვერსია, რომლებსაც Ubuntu სისტემური საათის სინქრონიზაციისთვის იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, ის სატესტოდ უკვე ხელმისაწვდომია.

მისი ნაგულისხმევ სტატუსზე გადაყვანა Ubuntu 27.04-ისთვის იგეგმება.

Canonical ეტაპობრივად მიიწევს Ubuntu-ს „ოქსიდაციის“ ხედვის სრულყოფისკენ და ეს არ გულისხმობს ახალი კომპონენტების ბრმად დამატებას. პირიქით, ეს გააზრებულ მიდგომას ჰგავს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება.