გადასვლა შიგთავსზე
Microsoft Defender უკვე ხელმისაწვდომია Linux-ის დესკტოპებზე
LinuxMicrosoftSecurity2 წთ

Microsoft Defender უკვე ხელმისაწვდომია Linux-ის დესკტოპებზე

Microsoft Defender უკვე ხელმისაწვდომია Linux-ის დესკტოპებისთვის . გაოცებული ხართ? 2026 წელს ეს აღარ უნდა გაკვირვებდეთ. მაიკროსოფტი ამ ბოლო დროს პინგვინებთან მეგობრობს: Windows-ში Linux-ის ბირთვია ჩაშენებული, ის ფლობს GitHub-ს და უშვებს Edge -ს Linux-ისთვის (თუმცა არც ისე ბევრი ადამიანი იყენებს…

გაზიარება

Microsoft Defender უკვე ხელმისაწვდომია Linux-ის დესკტოპებისთვის.

გაოცებული ხართ? 2026 წელს ეს აღარ უნდა გაკვირვებდეთ. მაიკროსოფტი ამ ბოლო დროს პინგვინებთან მეგობრობს: Windows-ში Linux-ის ბირთვია ჩაშენებული, ის ფლობს GitHub-ს და უშვებს Edge-ს Linux-ისთვის (თუმცა არც ისე ბევრი ადამიანი იყენებს მას).

ჰოდა, ზემოდან საფრთხეების ამომცნობი და ვირუსებისგან დამცავი ერთი თავმომწონე პროგრამაც რომ დაემატებინათ, რა დაშავდებოდა, არა?

ეს სტატია წარმოდგენილია ჩვენს Explainer-ის ფორმატში. წარმოსახვითი საუბარი Linux-ის სიახლეების „რატომ“-ზე, „რა“-ზე და, ხშირად, „ვის რაში აინტერესებს“-ზე, აღფრთოვანებული ტონის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. მოემზადეთ სარკაზმისთვის.

  • * *

სახელი: Microsoft Defender Linux-ისთვის.

ასაკი: საჯარო წინასწარი ვერსია (Public preview), ასე რომ, გამოვტოვოთ?

გარეგნობა: ცალკე პუნქტი E5-ის ინვოისში.

რა არის ეს? მაიკროსოფტის უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც ახლა უკვე ხელმისაწვდომია Linux-ის დესკტოპებისთვის (მართალია, ჯერჯერობით საჯარო წინასწარი ვერსიის სახით).

მაიკროსოფტის უსაფრთხოების პაკეტი. Linux-ზე?... სად იყავით აქამდე? Defender Linux-ის სერვერებისთვის 2020 წლიდან არსებობს. დესკტოპები გარდაუვალი იყო.

რატომ ახლა? მაიკროსოფტი აცხადებს, რომ რადგან „უფრო მეტი დეველოპერი იწყებს Linux-ის დესკტოპების გამოყენებას“ (იწყებს?!), მათი მოწყობილობები თავდამსხმელთა სამიზნე ხდება — კომპანიის IT სპეციალისტებისთვის კი მათი მხედველობიდან გამორჩენა მარტივია. აქედან გამომდინარეობს მათი შეთავაზება, „შეავსონ ხილვადობის ეს ხარვეზი“.

გასაგებია. Ubuntu-ზე მუშაობს? მხოლოდ LTS ვერსიებზე: Ubuntu 16.04 LTS-დან 26.04 LTS-მდე Intel/AMD დესკტოპებზე, ხოლო 20.04-დან 26.04-მდე Arm64-ზე.

—16.04?* Linux-ის სერვერისა და ბირთვის ნებისმიერი კომბინაცია, რომელსაც *Defender უკვე მხარს უჭერს, დესკტოპების სტუმართა სიაშიცაა. Debian, Fedora, RHEL, SLES, Rocky და, დიახ, ძველი კეთილი Ubuntu LTS-ები — თავის საქმეს აკეთებენ და თავს იკავებენ Ubuntu Pro-ს მუდმივად გახანგრძლივებადი მხარდაჭერის პერიოდების წყალობით.

როგორ დავაინსტალირო? თქვენ ვერ დააინსტალირებთ. თქვენი დამსაქმებელი დააინსტალირებს. უფრო სწორად, შეუძლია დააინსტალიროს. ამის გამოსაყენებლად საჭიროა ცალკეული Defender for Endpoint Plan 2, ან Microsoft 365 E5 ან E7. თუ ამ წინადადების წაკითხვამ საგონებელში ჩაგაგდოთ, ვაშა: ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ეს სიახლე EEE-ის შეთქმულების თეორიების მომხრეებისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმა არ იქნება.

ვთქვათ, მომინდა, შემიძლია ჩემი პირადი ლეპტოპისთვის შევიძინო? ეემ, მე მგონი, მეტის გასაგებად მაიკროსოფტის გაყიდვების წარმომადგენელს უნდა დაელაპარაკოთ. ეს არ არის ყუთში შეფუთული პროდუქტი სახლის მომხმარებლებისთვის.

როგორ მიიღებს მას ჩემი დამსაქმებელი? ეს წინასწარი ვერსიაა, ასე რომ შეიძლება არც მოუნდეთ. მაგრამ თუ გაბედულები არიან, შეუძლიათ — *იკეთებს საკითხავ სათვალეს, იღებს LinkedIn-ის ხმას* — „შესაბამისი Linux-ის სამუშაო სადგურების ინტეგრირება დანერგვის ნებისმიერი არსებული მეთოდის გამოყენებით“.

ნამდვილი აპლიკაცია არსებობს? დიდად არა. დესკტოპ მოწყობილობები კომპანიის ადმინისტრატორის პორტალში გამოჩნდება სხვა Linux მანქანების გვერდით, იქნება ეს სერვერი, მონაცემთა ცენტრის სტეკი თუ ინჟინრის მაგიდაზე მდგარი გაცვეთილი, დაბეჟილი და სტიკერებით აჭრელებული ThinkPad.

საქმე ისაა, რომ გამიგია, თითქოს Linux-ს ანტივირუსი არ სჭირდება. მართალია? ოჰ, დაიწყო...

თქვით ასე: „Linux-ის დესკტოპები საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კორპორაციული უსაფრთხოების გეგმაში მოხვდეს!“

არ თქვათ ასე: „snap-ის სახით უკვე ხელმისაწვდომია?“