Combined Shape

სერვერადმინი

OpenAI შესაძლოა ვერასდროს გახდეს მომგებიანი

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
OpenAI შესაძლოა ვერასდროს გახდეს მომგებიანი
Loading
/

სტარტაპმა OpenAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კვლევებითაა დაკავებული მხოლოდ 2022 წელს 540 მილიონი დოლარი დაკარგა. ეს თანხა ორი ფაქტორისგან შედგება.

პირველი – GPT-3 და GPT-4 მოდელების ტრენინგი ფასიანი სერვისის სტარტამდე.

მეორე – გუნდში სპეციალისტების აყვანა, რომლებიც უმთავრესად Google-დან გადაიბირეს.

კომპანია თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის წამგებიანი იყო და დადებით მხარეს გადასვლას 2023 წლის ბოლოსკენ ან 2024 წელს ელოდებიან, თუმცა ამ დროის განმავლობაში ღია წყაროს (open source) საზოგადოება უსაქმოდ არ დგას.

პირველი და მთვარი გასავალი არის გამოთვლითი სიმძლავრეები, რომელიც მოდელების ტრენინგისთვისაა საჭირო. 2022 წლის გიგანტურ ზრდამდე კომპანიას 200$ მილიონი ეხარჯებოდა სუფთა წაგების სახით.

როგორც ჩანს OpenAI დღეისათვის არის ყველაზე ძვირადღირებული, ქრონიკულად წამგებიანი, მაგრამ ამავდროულად ინვესტორებისთვის მიმზიდველი სტარტაპი თანამედროვე ისტორიაში. თავდაპირველად ის არაკომერციული ორგანიზაცია იყო, რომლის დამფუძნებლების რიგებში 2015 წელს თვით ილონ მასკი და სემ ალტმანი იყვნენ.

2016 წელს OpenAI საჯაროდ გამოვიდა Dota 2-ის ბოტით, რეჟიმში 1 x 1, ხოლოდ 2018 წელს სრულფასოვანი ბოტით 5 x 5 რეჟიმში სათამაშოდ. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიაღწიეს სასურველ შედეგს და გაქრნენ რადარებიდან.

დღეისათვის პროექტის ხელმძღვანელები თვილან, რომ ისინი გახდებიან ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი სილიკონის ველზე, ხოლო ზოგიერთი მონაცემებით უახლოეს წლებში იგეგმება 100$ მილიარდის ინვესტირება, რომელიც სრულფასოვანი, ადამიანის ტვითან თანაზომადი ხელოვნური ინტელექტის შექმნას მოხმარდება.

OpenAI ქრონიკულად ზარალდება, ხოლო გიგანტური მოდელების შექმნა არც ისე მიმზიდველად გამოიყურება ანონიმური გაჟონვების ფონზე Google-დან, სადაც ავტორი საუბრობს Open Source-ის ძალაზე და პროპრიეტარული მოდელების დახურვაზე.

ჯერ-ჯერობით რეალობა შემდეგნაირად გამოიყურება, ცუკერბერგის LLaMA, სტენფორდის Alpaca, ბერკლის უნივერსიტეტის Koala, ასევე მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც გვეხმარებიან შევამციროთ ხარჯები ტრენინგზე, აჩვენებს, რომ დიდი მოთამაშეები, როგორიცაა Microsoft, ChatGPT, Google, Amazon და ა.შ. დროში შეზღუდულები არიან. მათი მრავალმილიონიანი პროდუქტები რამდენიმე წუთში სრულიად უფასო ალტერნატივებით შეიძლება ჩანაცვლდეს.

LLaMA მოდელი 3 მარტს გახდა ხელმისაწვდომი და უკვე 12 მარტს ის აამუშავეს, ხოლო 18 მარტს მისი გაშვება 4 ბიტიანი კვანტირების წყალობით Apple Silicon-ით აღჭურვილ მაკბუქზე ვიდეო ბარათის გარეშე გახდა შესაძლებელი. სანამ OpenAI ეძებს სად იყიდოს აურაცხელი ვიდეო ჩიპები და ააშენოს ახალი დატაცენტრი, Open Source საზოგადოება უშვებს ხარისხით შესაბამის მოდელებს ფაქტიურად ჩვეულებრივ სამომხმარებლო მოწყობილობებზე.

სრულიად შესაძლებელია, რომ პატარა ღია მოდელები, რომლების ტრენინგიც ელექტრო ენერგიის მისაღები გადასახადით და ერთი დღე-ღამის დროის განმავლობაში კომპიუტერზე RTX 4080/4090 ვიდეო ბარათით იზამენ იმას, რომ OpenAI ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. ყოველი შემთხვევისთვის ChatGPT მიმდინარე სახით უკვე არც ისე დიდ მიღწევად გამოიყურება, რაც მას უკარგავს მიმზიდველობას, როგორც უფრო მაღალი დონის სისტემას უფასო ანალოგებთან მიმართებაში.

OpenSource საზოგადოებასთან ბრძოლას მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით OpenAI უკვე აგებს.

გააზიარეთ: