რას უნდა ველოდეთ Google IO 2023-ზე

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
რას უნდა ველოდეთ Google IO 2023-ზე
Loading
/

Google ყოველწლიურად ატარებს კონფერენციას IO, რომლის ფარგლებშიც დეველოპერები და მომხმარებლები იგებენ ახალი პროდუქტების და მათი შესაძლებლობების შესახებ.

Pixel Fold

წლების განმავლობაში კომპანია პროგრამულად ავითარებდა კეცვადი სმარტფონების მხარდაჭერას, ახლა კი როგორც ჩანს დადგა დრო ვიხილოთ მათი მოწყობილობაც.

ჭორების თანახმად მას ექნება 5.8 დიუმიანი 120 ჰერციანი გარე ეკრანი ხოლო მთავარი 7.6 დიუმიანი კეცვადი ეკრანი უფრო ვიწრო ჩარჩოებით ინქება ვიდრე ეს Galaxy Z Fold-ს აქვს.

სავარაუდო ფასი 1700$ იქნება და მას სავარაუდოდ Google Tensor G2 ჩიპი და 12 გბ. ოპერატიული მეხსიერებ ექნება. კამერების შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს, ამიტომაც ნაადრევია ამის შესახებ დეტალურად საუბარი.

Pixel 7a

თუ კეცვადი სმარტფონის ფასმა დაგზაფრათ არ ინერვიულოთ. შოუზე წარმოდგენილი იქნება ახალი მე-7 თაობს შედარებით ბიუჯეტური და პატარა ზომის პიქსელიც. ეკრანის სიხშირე 90 ჰერცი იქნება და ალბათ ამ მოდელშიც ვიხილავთ ახალ Tensor G2 პროცესორს 8 გბ. ოპერატიული მეხსიერებით. იქნება 64 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და უკაბელო დამუხტვის შესაძლებლობაც. განახლებებიდან გამომდინარე წინა მოდელთან შედარებით ახალი მოდელი 50$-ით გაძვირდება და ფასი 499$-მდე იქნება.

Pixel Tablet

კომპანიამ გასულ წელს გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც ისაუბრა ამ პროდუქტის შესახებ და ახლა უკვე რეალურად დიდია შანსი ახალი პლანშეტიც ვიხილოთ.

მოწყობილობა არა მხოლოდ პლანშეტი, არამედ სმარტ ეკრანის როლსაც ითამაშებს, რომელიც იგივე Tensor 2 ჩიპით იქნება აღჭურვილი.

გაჟონვებიდან გამომდინარე მოწყობილობა იქნება 11 დიუმიანი პლანშეტი 8 გბ. ოპერატიული მეხსიერებით და მისი ფასი 660$ იქნება 128 გიგაბაიტიანი მოდელისთვის.

Android 14

დადასტურება არ ჭიდება იმას, რომ შემდეგი თაობის ანდროიდ საოპერაციო სისტემას ვიხილავთ, რომლის სატესტო ვერსიებიც თებერვლიდან იყო ხელმისაწვდომი.

დადასტურებული ფუნქციონალიდან აღსანიშნავია გაუმჯობესებული ფუნქციები შ.შ.მ პირებისთვის, უფრო მძლავრი უსაფრთხოება აპლიკაციებში, გახანგრძლივებული ავტონომიურობა და მონაცემების გაზიარების უფრო მეტი შესაძლებლობები.

Pixel 8

გასული წლის კონფერენციის მსგავსად შესაძლოა შემდეგი თაობის პიქსელის პრევიუც ვნახოთ, თუმცა ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის.

ჭორების თანახმად ახალი პიქსელი უკვე Google Tensor G3 ჩიპით უნდა იყოს 8 გბ. მეხსიერებითა და 12 გბ. მეხსიერებით Pro მოდელში.

Pixel Watch 2 და სხვა ექსპერიმენტები

შესაძლოა ვიხილოთ ჭკვიანი საათის შემდეგი ვერსიაც, თუმცა კომპანიას არ უთქვამს თუ რა სიხშირით გამოვა ახალი ტარებადი მოწყობილობები.

აღსანიშნავია AR სათვალეებიც, რომლის შესახებაც კომპანიამ განაცხადა, რომ მუშაობა დაწყებულია, თუმცა მეტავერსების იდეის ჩავარდნის შემდეგ ბევრმა გადადო მსგავსი მოწყობილობების გამოშვება.

მოკლედ, რომ ვთქვათ პანდემიის ოფიციალურად დასრულებასთან ერთად შესაძლოა კომპანიებმა უფრო თამამად გამოუშვან ახალი მოწყობილობები.

გააზიარეთ: