Combined Shape

სერვერადმინი

eSIM მითი და რეალობა

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
eSIM მითი და რეალობა
Loading
/

ეს რამდენიმე დღეა eSIM სისტემასთან ბრძოლაში ვიმყოფები და თან წარუმატებლად. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა ახალი სმარტფონის შეძენაში დახმარება მთხოვა.

მეორად ბაზარზე მოწყობილობის შეძენა ჩემს პრაქტიკაში ხშირია ამიტომაც დაუფიქრებლად შევუდექი შესაბამისი პროდუქტის ძიებას.

როგორც აიტი სპეციალისტი ჩემივე კოლეგისთვის Google Pixel სერიას მივადექი და პირველივე ხელსაყრელი ვარიანტი Google Pixel 6a მოდელი შევიძინე.

კონფიგურაციისას აღმოვაჩინე, რომ სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა და ჩემი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით ერთ-ერთი მობილური ოპერატორის ონლაინ პლატფორმას მივაშურე სადაც eSIM შევიძინე ყოველგვარი გართულების გარეშე.

მიღებული QR კოდი დავასკანერე და რამდენიმე წამში ელექტრონული სიმ-ბარათით სარგებლობა დავიწყე. იმდენად მესიამოვნა, რომ გადავწყვიტე ჩემს მომდევნო სმარტფონში აუცილებლად გადავიდე ამ სერვისით სარგებლობაზე.

უბედურება მეორე დღეს დაიწყო, როცა სმარტფონის კამერას აღმოაჩნდა წუნი და მისი დაბრუნება მომიწია.

ინსტრუქციის თანახმად მოავაშორე სიმ ბარათი აღნიშნულ სმარტფონს და მის ნაცვლად შეძენილ Pixel 4a-ზე ვცადე QR კოდის გააქტიურება.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ოპერატორს დავუკავშირდი რომელმაც QR კოდი ხელახლა გამომიგზავნა, თუმცა აქტივაციამ მაინც უშედეგოდ ჩაიარა.

ხელახალი ზარი ოპერატორთან იმით დასრულდა, რომ ჩემი პრობლემა ტექნიკურ განყოფილებას გადაეცა შემდგომი რეაგირებისთვის, რომელიც მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო.

მომდევნო ორი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავუკავშირდი ოპერატორს, რომელმაც თავი იმით იმართლა, რომ ტექნიკოსებმა ვერ მოასწრეს აღნიშნულ დროში ჩემი პრობლემის მოგვარება და ახლა უკვე 2 დღის ნაცვლად გაუკვეველი “როგორც კი შევძლებთ” ვადით გადაიდო ყველაფერი.

ჩემი აზრით მსგავსი პრობლემები ხშირია ან ტექნიკური პერსონალი არ ყავთ საკმარისი რაოდენობით, რაც ახალი სერვისის დანერგვის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი აზრით ახალი ტექნოლოგიები მოწოდებულია მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებისკენ და სერვისების ავტომატიზაციის გასაუმჯობესებლად და არა იმისთვის, რომ ოპერატორთან დრო დავკარგო და პრობლემები ვერ მოვაგვარო.

ამ ეტაპზე ახალი eSIM ბარათი შევიძინე მეორე ოპერატორთან, რომელიც წავშალე და წარმატებით დავარეგისტრირე ხელმეორედ. იმისთვის რომ ბოლომდე დავრწმუნებულიყავი ყველაფერი რიგზეა მესამედ იგივე eSIM გავააქტიურე სხვა სმარტფონზე და ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.

შეგნებულად არ დავასახელებ არც ერთ და არც მეორე ოპერატორს, რადგანაც ტექნოლოგია ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია და შესაძლოა პროვაიდერები ბოლომდე არ არიან მზად გაწიონ შესაბამისი ხარისხის მომსახურება.

ამ თემას წლის ბოლოსკენ ისევ დავუბრუნდები და აი უკვე მაშინ ყველა ოპერატორის შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.

გააზიარეთ: