Combined Shape

სერვერადმინი

Google Bard ევროკავშირის ქვეყნებში და კანადაში მიუწვდომელია

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Google Bard ევროკავშირის ქვეყნებში და კანადაში მიუწვდომელია
Loading
/

Google I/O 2023-ზე გამოცხადდა, რომ Google Bard ხელმისაწვდომი იქნებოდა 180 ქვეყანაში, თუმცა დაავიწყდათ იმის თქმა, რომ ევროკავშირის ქვეყნები გამოტოვეს.

მხარდაჭერის გვერდზე დეტალურად წერია ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ბარდია ხელმისაწვდომი. ქვეყნები დედამიწის ხვა და სხვა კუთხეებიდანაა, მაგრამ ევროკავშირის წევრები მათ შორის არ არიან. ეს დიდი მინუსია გლობალური გავრცელების ფონზე Google-ისთვის.

რეალური მიზეზი რის გამოც არ არის ევროპა დიდი ალბათობით GDPR რეგულაციაა. ერთი თვის წინ იტალიამ დაბლოკა ChatGPT მსგავსი რეგულაციების დარღვევისთვის. თვით ბარდი ამბობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა GDPR იყოს.

კიდევ ერთი შესამჩნევი გამოტოვებაა კანადა, რომელიც ასევე არ არის სიაში.

ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოში სერვისი გამართულად მუშაობს და შეგიძლიათ გამოცადოთ Google-ის უახლეს მოდელებზე დაფუძნებული ჩათბოტი.

გააზიარეთ: