Combined Shape

სერვერადმინი

ენერგიის დაზოგვა გარე განათებაში

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
ენერგიის დაზოგვა გარე განათებაში
Loading
/

ამას წინათ სადარბაზოში მოღრეცილად დაყენებულმა მოძრაობის სენსორმა ძლივს შემამჩნია და შუქი აანთო. ლიფტის ამოსვლამდე თავში აზრმა გამიელვა თუ რამდენად შესაძლებელია მსგავსი მექანიზმების გამოყენება ქალაქის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით.

სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ აქაც ბედმა არ გამიღიმა და მსგავსი ტექნოლოგია ნორვეგიაში უკვე დაუნერგავთ კიდევაც.

განსხვავებით ჩემი იდეისა შუქის სრულად ჩაქრობით მათ უკეთესი სისტემა მოიფიქრეს. განათების ბოძებზე დამონტაჟებული რადარების ქსელის საშუალებით შუქი ჩაქრობის ნაცვლად უფრო კაშკაშა ხდება.

თუ გზაზე არ მოძრაობს ავტომობილი ადამიანი ან სხვა ობიექტი განათება 20-25 % სიკაშკაშით ანათებს რაც სერიოზულად ზოგავს ელქტრო ენერგიის მოხმარებას, ხოლო ობიექტის გამოჩენისთანავე განათება შესაბამისად იზრდება.

იდეა გენიალურია და შეიძლება ითქვას მისი გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 75%-ით დაიზოგება ელექტრო ენერგია, გამოთავისუფლებული თანხით სრულიად შესაძლებელია მსგავსი ტექნოლოგიის ეტაპობრივი დანერგვა ჩვენს ქუჩებშიც.

ეს კი ნორვეგიაა:

გააზიარეთ: