Combined Shape

სერვერადმინი

ევროპელი მომხმარებლის მოტყუება გართულდება

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
ევროპელი მომხმარებლის მოტყუება გართულდება
Loading
/

წარმოიდგინე ზიხარ და რომელიმე მსოფლიო ლიდერი მწარმოებლის ახალი ფლაგმანური გაჯეტის პრეზენტაციას უყურებ.

როგორც წესი კომპანიის ხელმძღვანელი დგას სცენაზე და თვალებში ნაცარს გაყრის სიტყვებით, როგორიცაა “Amazing”, “Incredible”, “All-Day Battery Life” და ა.შ.

ევროპარლამენტმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც გააუმჯობესებს სამომხმარებლო ელექტრონიკის მარკირებას. მის ფარგლებში იკრძალება შეცდომაში შემყვანი მონაცემების მითითება.

დირექტივა ასევე ითვალისწინებს დაუდასტურებელი ან გაურკვეველი გარემოსდაცვითი განცხადებების გამოყენებას შეფუთვაზე და რეკლამაში. მწარმოებლები ვერ შეძლებენ თქვან, რომ პროდუქტი “ეკოლოგიურად სუფთაა” თუ ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

გარდა ამისა კანონი ითვალისწინებს პროდუქტზე მითითებული იყოს რემონტის ღირებულება და ნებისმიერი პოტენციური შეზღუდვა კომპონენტების შეცვლაზე მწარმოებლის მხრიდან.

“ეტიკეტი მიაწვდის მომხმარებელს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტები იმუშავებს უფრო მეტ ხანს გარანტირებულად, ვისი პროდუქტი გაძლებს მეტი ხანი და მიიღებენ მეტ მოგებას” – ამბობს ბილიანა ბორზანი, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პროგრესული ალიანსის დეპუტატია ევროპარლამენტში.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს მწარმოებლების ვალდებულებებს სრულყოფილად ითანამშრომლონ აქსესუარების მწარმოებლებთან, როგორიცაა დამტენი მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები.

ახალი პროექტი უკვე მიღებულია და მალე დაიწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებების ეტაპი.

მე პირადად რეგულაციების მოწინააღმდეგე ვარ, თუმცა მათ გარეშე ცხოვრება ალბათ, მხოლოდ უტოპიურ მომავალში იქნება შესაძლებელი.

რომ არა მულტინაციონალური და გლობალური კორპორაციების მხრიდან უსინდისო საქციელი, რომელიც მხოლოდ მათი გამდიდრებისკენაა მოწოდებული, მსგვსი კანონების და რეგულაციების მიღება საჭირო არ იქნებოდა.

გააზიარეთ: