Combined Shape

სერვერადმინი

Apple – ხელოვნურ ინტელექტში ჩამორჩენა თუ პრივატულობის დაცვა

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Apple - ხელოვნურ ინტელექტში ჩამორჩენა თუ პრივატულობის დაცვა
Loading
/

ამას წინათ მეგობარს ტელეგრამში ჩემი მუსიკალური კომპოზიცია გავუგზავნე. ფაილის მიღების შემდეგ შესაძლებელი იყო ტელეგრამშივე მოსმენა, თუმცა მისი საოპერაციო სისტემაში ჩაშენებული მუსიკალური ფლეერისთვის მიწოდება შეუძლებელი აღმოჩნდა.

პრობლემის მოგვარების ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგანაც Apple-ის პოლიტიკიდან გამომდინარე შეუძლებელია მუსიკალურ ბიბლიოთეკაში რამე დაემატოს გარეშე წყაროდან. ამის შესაძლებლობა Apple Music სერვისით ან iTunes-ის (Windows) ან Apple Music (MacOS)-ზე არის მხოლოდ.

Android სისტემასთან პარალელის გავლებას აზრი არ აქვს, რადგანაც მსგავსი კომფორტი გუგლის საოპერაციო სისტემის მომხმარებლებს ოდითგანვე გვაქვს და გასაკვირიც კი არის, რომ მე-16 თაობის iOS-ში ეს ჯერ კიდევ მიუწვდომელია. შეიძლება ასეც დარჩეს, რადგანაც ტიმ კუკის აზრით მსოფლიოს ყველაზე advanced მობილურ საოპერაციო სისტემას ზედმეტი ფუნქციონალი არ ჭირდება.

ChatGPT-ის გამოჩენიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა და ღისეული პასუხი არც Google-ს და მით უმეტეს არც Apple-ს არ გაუცია ახალ დაბადებული საოცრებისთვის. Google I/O-ზე გარკვეული მონახაზები გამოჩნდა იმ დიდი წინსვლისკენ, რომელსაც გიგანტი წლის ბოლომდე აპირებს და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ გარკვეულწილად უპასუხეს მიმდინარე გამოწვევებს.

ChatGPT-ის ოფიციალური აპლიკაციის გამოსვლას iOS პლატფორმაზე საოცრად დაემთხვა Apple-ის განცხადებაც, რომელშიც ისინი აფრთხილებენ მომხმარებლებს სიფრთხილით მოეკიდონ პირადი მონაცემების ჩეთბოტისთვის გაზიარებას.

მაშინ, როცა iOS პლატფორმაზე პირველი სერიოზული AI აპლიკაცია Apple-ის დეველოპერებს არ ეკუთვნით და ამ მიმართულებით თუნდაც ვირტუალური ასისტენტების ბაზარზე უკანასკნელ ადგილზე იმყოფები, ასეთი განცხადების გაკეთება უადგილოც კი არის.

ხელოვნური ინტელექტის დარგში ჩამორჩენის გასამართლებლად Apple-ს არაერთხელ მიუმართავს მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის არგუმენტზე და ჩემთვის ეს განცხადება გასაკვირი არ ყოფილა.

გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლისთვის Apple-ის რეპუტაცია ურყევი და ყოველთვის მართლია და რაც ბრენდის მიმართ განსაკუთრებულად ლოიალური ადამიანებისთვის წარმოუდგენელიც კია არგუმენტები, რომლებზეც ზევით ვისაუბრე.

ხშირად დახურული, ჩარაზული, გაუგებარი, რეკლამების და მაღალი ფასების მიღმა იმალება უსაფრთხოების და ზოგადად შეცდომაში შეყვანის ყველაზე საშიში და უპასუხისმგებლო ფორმები. მე როგორც დეველოპერს და უსაფრთხოების სპეციალისტს მირჩევნია გამჭვირვალე, ღია და საჯარო წყაროს მქონე სისტემები სადაც ყოველ შემთხვევაში შემიძლია უარი ვთქვა თუნდაც იგივე Google-ის სერვისებზე და საკუთარი გადაწყვეტილებებით ჩავანაცვლო ისინი.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს იქნება მორიგი WWDC კონფერენცია, სადაც Apple წარმოადგენს თავის ახალ პროდუქტებს და ფუნქციონალურ განახლებებს.

გააზიარეთ: