Combined Shape

სერვერადმინი

Samsung, Google, Microsoft

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Samsung, Google, Microsoft
Loading
/

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გიგანტი ვერ იქნები საკუთარი თუ არა, რომელიმე სერიოზული ენობრივ მოდელზე მომუშავე ჩეთბოტი და შესაბამისი ფუნქციონალი არ გაქვს.

Samsung მიეკუთვნება კომპანიებს, რომლებიც აპარატული კომპონენტების წარმოებაში ლიდერები არიან. ის უშვებს ფლეშ მეხსიერებას, ოპერატიულ მეხსიერებას, კამერის მოდულებს, ეკრანებს, მოდემებს და პროცესორებსაც კი. მიუხედავად ამისა საკუთარ პროცესორებს მაინც არ იყენებს ფლაგმანურ მოდელებში გარკვეული ტექნიკური გაუმართაობების გამო.

პროგრამულ გადაწყვეტილებებში ასეთი ბრენდები არ ბრწყინავენ. ათწლეულზე მეტი დრო დაჭირდა კომპანიას თავისი ანდროიდ სისტემის მოდიფიკაცია გარკვეულ დახვეწილ ფორმამდე რო მიეყვანა.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს ამ საკითხში საკმარისია Bixby გავიხსენოთ, რომლის წარმატების შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტია. მახსოვს სპეციალური ღილაკიც კი, რომლის გადაპროგრამება შემდეგში Google Assistant-ზე იყო აუცილებელი.

ვნებათაღელვა გამოიწვია სიახლემ იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი Google-თან შეწყვეტენ ურთიერთობას და ამ გზაზე პირველ ნაბიჯად ნაგულისხმევ საძიებო სისტემის Bing-ზე შეცვლა სახელდებოდა.

აღმოჩნდა, რომ კომპანიაში მართლაც იწარმოებოდა კვლევები Google-ის ჩანაცვლების მიმართულებით. დღეს კი გავიგეთ, რომ ეს კვლევა შეჩერდა და საბედისწერო ცვლილება არ მოხდება.

საბედისწერო იმიტომ, რომ Huawei-ს ბედის გაზიარებას არც ერთ მწარმოებელს არ ვუსურვებ. სანქციების ფონზე Google-ის სერვისები ჩანაცვლების მცდელობა რითი დასრულდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

Bing-ზე გადასვლა ალბათ მიმზიდველად გამოიყურებოდა Samsung-ისთვის, მაგრამ Google-ის ანდროიდ სისტემაზე დაფუძნებული მათი სმარტფონები უფრო მეტს დაკარგავდნენ ვიდრე მიიღებდნენ OpenAI-ით გამდიდრებული მაკროსოფტის საძიებო სისტემიდან.

გადასვლა, რეალური იქნებოდა მაიკროსოფტს მობილური საოპერაციო სისტემა, რომ ქონდეს და შესაბამისი ლოკაციის, ღრუბლოვანი შეტყობინებების და მთელი რიგი API-ების მხარდაჭერაც. რითი დასრულდა მაიკროსოფტის მობილური ეპოპეა ესეც ცნობილია და საუკუნის ფეილებს შორის გამოჩენილი ადგილიც კი უკავია.

ამასობაში Google შემდეგი თაობის პროცესორს აღარ შქმნის Samsung-ის Exynos-ის ბაზაზე და სავარაუდოდ ამ დამოკიდებულებასაც ჩამოიშორებს, რაც მათ უფრო დამოუკიდებელ აპარატურის მწარმოებლებად გადააქცევს. საათის, პლანშეტის და კეცვადი სმარტფონის გამოშვების შემდეგ Google აპარატულ ბაზარზე სრულად არის წარმოდგენილი Android, WearOS, ChromeOS და Nest გადაწყვეტილებებით.

რაც შეეხება Samsung-ის მცდელობას გახდეს დამოუკიდებელი მხოლოდ მისასალმებელია, რადგანაც ამ გზაზე სანამ დაფეილდები უამრავ გამოცდილებას და წინსვლისთვის საჭირო ტექნოლოგიას უშვებ ხოლმე, რაც შემდგომში სხვა პროდუქტების წარმატებაზე ახდენს დადებით გავლენას.

მომხმარებლის თვალსაზრისით კარგი იქნებოდა Google-ის სერვისების ღირსეული ალტერნატივის არსებობა, რომელიც მონოპოლიურ მდგომარეობას ასე თუ ისე გაანეიტრალებდა, მაგრამ რეალობა მკაცრია და გარდაუვალი.

გააზიარეთ: