Combined Shape

სერვერადმინი

რას უნდა ველოდეთ Apple-ის WWDC’23 ღონისძიებაზე

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
რას უნდა ველოდეთ Apple-ის WWDC'23 ღონისძიებაზე
Loading
/

წლევანდელი Apple-ის საერთაშორისო დეველოპერების კონფერენცია დიდი მოლოდინებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში ჭორების და გაჟონვების შემდეგ ვიხილავთ შერეული რეალობის ჩაფხუტს, რითაც კომპანია ახალი პროდუქტების კატეგორიაში შევა. ამით Apple კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ვირტუალური რეალობა არც ისე უპერსპექტივო მიმართულებაა.

ასევე ვიხილავთ საოპერაციო სისტემების განახლებებს, ახალ აპლიკაციებსა, ფუნქციონალს და ახალ აპარატურას.

წელს მთავარი მიმართვა ე.წ. ქინოუთი 5 ივნისს, ორშაბათს იქნება 21 საათზე საქართველოს დროით. პრეზენტაცია იქნება, როგორც ციფრული ასევე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ეფლის პარკში, კუპერტინოში, კალიფორნიის შტატში. ღონისძიებას, ტრადიციულად კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი გაუძღვება.

Apple-ის ღონისძიება მათსავე ვებ საიტზე და YouTube არხზე იქნება ტრანსლაციის სახით რეალურ დროში.

Apple-ის შერეული რეალობის ჩაფხუტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დღემდე არ აღიარებს მის არსებობას, რეპორტიორები ამბობენ, რომ მას შეეძლება, როგორც ვირტუალური (VR) ასევე დამატებითი რეალობის (AR) მოწოდება.

მოწყობილობა იქნება სრულად დამოუკიდებელი, აკუმლატორით, რომელიც მას სპეციალური კაბელით მიუერთდება. საუბარია იმაზეც, რომ Apple უკვე დიდი ხანია მუშაობს მათი უმთავრესი აპლკაციების, როგორიცა Safari, FaceTime, Apple TV, Apple Book, Freeform და ა.შ. ვირტუალურ ვერსიებზე. მოწყობილობას ექნება სენსორები, რომლის საშუალებითაც ის დააკვირდება თვალების მოძრაობას და შესაბამისი რეაქცია ექნება სამომხმარებლო ინტეფეისში.

მოწყობილობის მოსალოდნელი ფასია 3 000$, რაც მისი მასიური გამოყენებისთვის და ბაზარზე დამკვიდრებისთვის სერიოზული წინააღმდეგობა იქნება, თუმცა საუბარია მოწყობილობის უფრო ხელმისაწვდომ ვერსიაზე, რომელსაც სავარაუდოდ შემოდგომაზე ან მომავალ წელს ვიხილავთ.

კიდევ ერთი მოსალოდნელი გაშვება 15 დიუმიანი MacBook Air იქნება, რომელიც უფრო მოსალოდნელია ჯერ კიდევ M2 ჩიპებით გამოვიდეს და არა M3 Apple Silicon-ით.

ჭორების თანახმად კომპანია მუშაობს 13 დიუმიან MacBook Pro-სა და 13 დიუმიან MacBook Air-ზე, რომლებიც ახალი M3 ჩიპების ბაზაზე იქნება, თუმცა უფრო მოგვიანებით.

WWDC არის ღონისძიება დეველოპერებისთვის, რაც ასევე მათი საოპერაციო სისტემების განახლებასაც მოიცავს.

ჩვენ გავიგებთ თუ, როგორი იქნება iOS 17, რომელიც მომხმარებლის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის ინსტრუმენტებით გამდიდრდება.

მთელი რიგი დეტალებისა თუ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს Apple პროგრამულ პროდუქტებში, ჯერ კიდევ უცნობია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ევროკავშირის რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებულ ვადებს ეხება. ზოგიერთი მათგანი უკვე ძალაშია შესული და ითვალისწინებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა მოწყობილობაში გარეშე წყაროებიდან აპლიკაციების ინსტალაციის შესაძლებლობას.

ამიტომაც სიურპრიზი არ იქნება WWDC-ზე კომპანიამ iPhone და iPad ეკოსისტემაში ცვლილებები შევიდეს და ვიხილოთ პირველი გარეშე დეველოპერებისთვის გახსნილი საოპერაციო სისტემები.

გარდა ამისა Apple-მა შესაძლოა გარეშე დეველოპერებს ნება დართონ გამოიყენონ საკუთარი ბრაუზერის ძრავები, რაც ჯანსაღი კონკურენციისა და მრავალფეროვნების მხრივ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომპანიამ შესაძლოა NFC ჩიპზე წვდომაც გახსნას, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ Apple Wallet და Apple Pay აპლიკაციებისთვისაა მხოლოდ.

გააზიარეთ: