Combined Shape

სერვერადმინი

Windows 11 Backup

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Windows 11 Backup
Loading
/

როგორც ჩანს ახალი ფუნქციონალი მაიკროსოფტის საოპერაციო სისტემაში ყოველთვიურად დაემატება და ვერც კი ვიგრძნობთ, როგორ აღმოვჩნდებით Windows 12-ში.

განახლება ამჯერად სარეზერვო კოპირებასა და აღდგენას შეეხო.

Windows Backup აპლიკაციის დანიშნულება ახალ კომპიუტერზე გადასვლას ამარტივებს, ასევე გვიადვილებს ხელახლა გადაყენების შემდეგ მწყობრში სწრაფად ჩადგომას.

ამ პროგრამას შეუძლია სწრაფად გადაიტანოს ახალ კომპიუტერში ფოტოგრაფიები, ფაილები, პაროლები და პარამეტრები. აღდგენის შემდეგ Microsoft Store-დან დაყენებული აპლიკაციებიც დაგიბრუნდებათ ჩვეულ ადგილას სტარტ მენიუში.

Windows Backup მონაცემებს მხოლოდ OneDrive ღრუბლოვან საცავში ინახავს სადაც უფასოდ მხოლოდ 5 გიგაბაიტი სივრცეა ხელმისაწვდომი. საინტერესოა პირადი მონაცემებისა და სამუშაო ფოლდერების შენახვისთვის ვის უნდა ეყოს ესოდენ მცირე საცავი, როგორც ჩანს მაიკროსოფტი ამით საკუთარი შემოსავლების გაზრდაზეც ზრუნავს.

ფუნქციონალი ინსაიდერებისთვისაა ჯერ-ჯერობით და OneDrive-თან წინა გამოცდილებიდან გამომდინარე არ გირჩევთ სერიოზული მონაცემები ანდოთ მაიკროსოფტს, რომელსაც არაერთხელ გაუნადგურებია წლების შრომა არაერთი მომხმარებლისათვის.

მე კი ბექაფისთვის პროფესიონალურ გადაწყვეტილებას გირჩევთ, რომელიც არც ერთ ქლაუდზე არ იქნება დამოკიდებული და სრულად თქვენი კონტროლის ქვეშ იმუშავებს.

არ მოგერიდოთ, მოგვწერეთ საიტზე serveradmin.ge

გააზიარეთ: