Combined Shape

სერვერადმინი

ხელოვნური ინტელექტი და რელიგია

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
ხელოვნური ინტელექტი და რელიგია
Loading
/

ამ სტატიის დაწერის იდეა მაშინ მომივიდა, როცა სიახლეებს შორის აღმოვაჩინე, რომ გერმანიაში ქალაქ ფიურტში 300 პროტესტანტი დაესწრო საეკლესიო ღვთისმსახურებას, რომელიც თითქმის სრულად ხელოვნურმა ინტელექტმა აღავლინა.

გიგანტურ ეკრანზე საკურთხევლის თავზე ChatGPT-მ სხვა და სხვა გამოსახულებების თანხლებით ჩაატარა 40 წუთიანი მსახურება ლოცვებით, რელიგიური მუსიკით, ქადაგებითა და დალოცვით.

იონას ციმერლაინმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი შეასრულა 98%-ით, ხოლო 2% თეოლოგმა დახარჯა ჩატ-ბოტის კონფიგურაციაში.

ღვთისმსახურება წმინდა პავლეს ეკლესიაში ჩატარდა სადაც პროტესტანტების ყოველწლიური ყრილობა მიმდინარეობდა. მსახურება წარსულის დავიწყებას, სიკვდილის შიშის დაძლევასა და რწმენის შენარჩუნებას ეძღვნებოდა.

როგორც ჩანს ხელოვნური ინტელექტი ახალ საუკუნეში რელიგიური საზოგადოებისთვისაც ერთგვარი ინსტრუმენტი გახდა ღვთისმსახურების გაწევაში. ენობრივი ტრანსფორმერ მოდელები შესანიშნავად ერკვევიან რელიგიურ ტექსტებში, რომლის შესწავლაც ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნური ინტელექტისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

ალბათ უახლოეს მომავალში იქნება რობოტი მღვდელმსახური, რომელიც ადამიანისგან განსხვავებით უკეთ გაუგებს მრავალფეროვან მრევლს, მოისმენს აღსარებებს, დაარიგებს გზააბნეულ და რწმენაში დასუსტებულ ადამიანებს და საერთო ჯამში ამა თუ იმ კონფესიას დაეხმარება გაიკვლიოს გზა ტექნოლოგიურ სამყაროში.

გააზიარეთ: