Combined Shape

სერვერადმინი

გაფიცვები Reddit-ზე

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
გაფიცვები Reddit-ზე
Loading
/

2023 წლის 13 ივნისს რედიტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ჰაფმანმა თანამშრომლებს აუხსნა, რომ საბრედიტების გაფიცვები მალე დასრულდება და ამ სიტუაციას მოთმინებით უნდა მოეკიდონ. მისი აზრით ამ უსიამოვნო სიტუაციის გამო ბევრი ხმაურია ატეხილი და იმაზე მეტრი ვიდრე ის მოელოდა. მიუხედავად ყველაფრისა ის არ შეცვლის გადაწყვეტილებას API-ზე წვდომა გახდეს ფასიანი.

ჰაფმანი ამბობს, რომ გაფიცვამ ვერ იქონია სერიოზული გავლენა კომპანიის შემოსავლებზე. მან თანამშრომლებს ურჩია ყურადღება არ მიაქციონ ხმაურს ქსელში, მაგრამ გააფრთხილა, რომ არ ატარონ Reddit-ის სიმბოლიკის მქონე მაისურები ან სხვა და სხვა ნივთები საჯარო ადგილებში. “ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია და ჩვენ არ გვინდა გახდეთ მათი აგრესიის ობიექტი” – აფრთხილებს ის თანამშრომლებს.

პრობლემა უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ამას ხელმძღვანელობა თვლიდა. საბრედიტების მოდერატორებმა გადაწყვიტეს, რომ “პრივატულ რეჟიმში” მანამ იქნებიან მანამ ხელმძღვანელობა არ შეცვლის გადაწყვეტილებას და API ისევ უფასო არ გახდება. 34 მილიონი გამომწერის მქონე საბრედიტი r/aww ამ წუთასაც პრივატულ რეჟიმშია. ასევე ღიად მიუწვდომელია r/music – 32 მლნ. მომხმარებლით და r/videos – 26 მლნ. მომხმარებლით.

მიზეზი რის გამოც API-ზე წვდომა ფასიანი გახდა საკმაოდ ლეგიტიმურია. Reddit-ის API-ს საშუალებით ხდება იქ გამოქვეყნებული მასალებით ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგი, რასაც შემდგომში ფასიან პროდუქტებში იყენებენ, ხოლო Reddit-ს აქედან არანაირი მოგება არ რჩება.

ამ გადაწყვეტილების გამო ცალკე პროდუქტების მწარმოებლებმა მათი პროდუქტები უნდა გახადონ ფასიანი ან დაიხურონ. მაგალითად სერვისი Apoll 2023 წლის 30 ივნისს დაიხურება, იმიტომ, რომ ახალი წესებით მათ წელიწადში 20 მლნ. დოლარის გადახდა მოუწევთ რედიტისთვის.

12 ივნისისთვის გაფიცვაში 8400 საბრედიტი მონაწილეობდა ასეულობით მილიონი მომხმარებლით.

პროფილური ექსპერტები ამბობენ, რომ საბრედიტების გაფიცვები სერიოზულად აისახა ქსელის მომხმარებლებზე. Google-ის ძიება გაუარესდა რესურსებზე წვდომის დახურვის გამო, რადგანაც მისი მომხმარებლები ინფორმაციას ფილტრავენ და ბმულებს ალაგებენ, ხოლო ამის გარეშე ძიების შედეგები მეტ რეკლამასა და სპამს შეიცავს.

ხელოვნური ინტელექტის ეპოქის დასაწყისი უკვე სერიოზულად აისახა მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე და ეს ზეგავლენა დროთა განმავლობაში უფრო გაიზრდება. შესაბამისად საგრძნობლად შეიცვლება ლანდშაფტი ციფრულ სამყაროში, რისთვისაც საზოგადოება და ბიზნესი მზად ნამდვილად არ არის. Reddit პირველი არ არის ვინც მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და არც უკანასკნელი იქნება. მომხმარებლების გადინება უფრო თავისუფალ და დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე უფრო აქტიურდება, მაგრამ საკმარისი არ არის ახალი სტაბილური ტენდენციის ჩამოყალიბებისთვის.

გარდამავალ ეპოქაში რისკები იზრდება ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის, რომლებიც ინფორმაციას ამა თუ იმ პლატფორმას ანდობენ. უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება საკუთარი სერვერების და მონაცემთა საცავების მიმართ. ამ და სხვა საკითხებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ, Serveradmin.ge-ის გუნდი მზად არის შექმნას, განაახლოს და ჩაიბაროს თქვენი აიტი ინფრასტრუქტურა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ამისათვის უბრალოდ მოგვწერეთ ელ-ფოსტა ან მპგვწერეთ ჩვენს ტელეგრამ ჯგუფში.

ასევე არ დაგავიწყდეთ პოდკასტების გამოწერა და გამოშვებების გაზიარება სოციალურ ქსელებში. მადლობა ყურადღებისთვის.

გააზიარეთ: