WSA - Windows Subsystem for Android
სრული ანდროიდ საოპერაციო სისტემა WINDOWS 11-ზე
გაფრთხილება!
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ყოველგვარ ზიანზე რაც შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ თქვენს კომპიუტერს ან საოპერაციო სისტემას.
აქ წარმოდგენილი არის დაფუძნებული ღია პროდუქტზე და გირჩევთ თქვენ თვითონ შეისწავლოთ მისი კომპონენტები და სკრიპტები, რომლებიც გვაქვს გამოყენებული.
სისტემური მოთხოვნები
- საოპერაციო სისტემა: Windows 11 x64 ან arm64 ვერსია 2200 და უფრო ახალი - სასურველია სრულად ბოლომდე განახლებული.
- Virtualization Platform
- 4 GB დამატებით ოპერატიული მეხსიერება
გადმოსაწერი პაკეტი
პაკეტი შეიცავს GooglePlay სერვისებს
WSA_2305.40000.6.0
64-bit PC
WSA_2305.40000.6.0
ARM PC
დაყენების ინსტრუქცია
- Windows Features პარამეტრებში ჩართეთ Virtual Machine Platform
- გადატვირთეთ კომპიუტერი
- დარწმუნდით, რომ BIOS-ში ჩართულია პროცესორის ვირტუალიზაციის ყველა შესაძლო პარამეტრი.
- გამოაარქივეთ ფაილი და მოძებნეთ Run.bat ფაილი
- გაუშვით Run.bat ფაილი
- პროცესის დასრულებისთანავე თქვენ შეძლებთ შეიყვანოთ თქვენი Google-ის ანგარიში და დააყენოთ თქვენთვის სასურველი Android აპლიკაციები.
- თუ რამე პრობლემა შეგექმნათ მოგვწერეთ Telegram ჯგუფში ან ელ-ფოსტაზე, რომელიც საიტის ქვევითაა მოცემული.