Windows 11-ის განახლებების ინსტალაცია საოფისე კომპიუტერების გადატვირთვას აღარ მოითხოვს

დავით მაჭახელიძე

Microsoft-მა Hotpatching (განახლებების გადატვირთვის გარეშე ინსტალაციის შესაძლებლობა) ჩართო Windows Autopatch-ში — ღრუბლოვანი სერვისი Windows-ის ხარისხის განახლებების ავტომატიზაციისთვის კორპორატიულ მოწყობილობებზე. 23 ივნისიდან Hotpatching ნაგულისხმევად ჩართულია ყველა მომავალი განახლებისთვის, იტყობინება Neowin.

Windows Autopatch მუშაობს განახლებების განლაგების სხვადასხვა პოლიტიკის კონფიგურაციით. Microsoft-მა დააზუსტა, რომ ყველა ახალი პოლიტიკა, რომელსაც საწარმოები მიიღებენ, ნაგულისხმევად მოიცავს Hotpatching-ს.

სისტემურ ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ Hotpatching-ის ჩართვა უკვე არსებული განახლების პოლიტიკებისთვის. ამის გაკეთება შესაძლებელია Microsoft Intune-ის მეშვეობით.

ამისათვის, უნდა გადახვიდეთ Microsoft Intune-ის ადმინისტრირების ცენტრში > Devices > Windows updates > Quality updates. შემდეგ უნდა აირჩიოთ ხარისხის განახლების პოლიტიკა, რომლის შეცვლაც გსურთ, პარამეტრებში იპოვოთ Automatic update deployment და ჩართოთ პარამეტრი When available, apply without restarting the device.