Combined Shape

სერვერადმინი

ბნელი მატერიის ბუნება უფრო ტალღურია ვიდრე ნაწილაკური

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
ბნელი მატერიის ბუნება უფრო ტალღურია ვიდრე ნაწილაკური
Loading
/

ფიზიკოსები დიდი ხანია ფიქრობენ, რომ მატერიის დიდი ნაწილი სამყაროში უხილავია და მისი დანახვა მხოლოდ ირიბი ზემოქმედების კვალით არის შესაძლებელი. მიუხედავად მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევისა ბნელი მატერიის ბუნება უცნობია.

ახალი კვლევის თანამხმად, რომელიც გრავიტაციული ლინზირების მეთოდებს ეყრდნობა მეცნიერები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საიდუმლოს ამოხსნას.

სინათლე, რომელიც სამყაროში მოგზაურობს მასიური ობიექტის მახლობლად, როგორიცაა გალაქტიკა იცვლის ტრაექტორიას, რადგანაც აინშტაინი გვასწავლის, რომ ასეთი ობიექტები სიცრცესაც კი ამრუდებენ.

შედეგად, როცა ჩვენ შორეულ გალაქტიკას ვაკვირდებით ვხედავთ სხვა გალაქტიკების გამრუდებულ გამოსახულებას. თუ გაგვიმართლა და სწორ პოზიციაში აღმოვჩნდით შესაძლებელი ხდება უფრო შორეული გალაქტიკის დანახვა ახლო მყოფის გარშემო თითქმის წრიულად.

სინათლის ასეთი გამრუდება გრავიტაციული ლინზირების სახელითაა ცნობილი, ხოლო რგოლებს “აინშტაინის რგოლებს” ვეძახით დიდი ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის პატივსაცემად. ასეთი გამოსახულებების შესწავლით ასტრონომები ბნელი მატერიის შესახებაც იგებენ, რომელიც ახლოს მყოფ გალაქტიკას აკრავს გარშემო.

აქამდე ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოჩენის ყველა მცდელობა უშედეგო იყო და მხოლოდ ორი ჰიპოთეზის ამარა იყვნენ. ბნელი მატერია ან “სუსტად მოქმედი მასიური ნაწილაკებია” ან ძალიან მსუბუქი აქსიონები.

პირველ შემთხვევაში ბნელი მატერია განიხილება, როგორც დისკრეტული ნაწილაკები, როცა აქსიონები უფრო ტალღის სახით არის წარმოდგენილი კვანტური ინტერფერენციის გამო.

ობიექტი HS 0810+2554-ზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ ბნელი მატერია აქსიონივით იქცევა, რაც სავარაუდოდ მეორე თეორიის გამორიცხვას გამოიწვევს.

მიღებული შედეგის თანახმად, შესაძლებელია ვთქვათ, რომ აქსიონები უფრო არიან ბნელი მატერიის კანდიდატები, რაც სამეცნიერო წრეებში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს.

აი რას გამოიწვევს ჩემი მეცნირეული პოსტი ჩემს გამომწერებში ნამდვილად საინტერესოა…

გელით კომენტარებში.

გააზიარეთ: