Combined Shape

სერვერადმინი

Proxmox – პრემიუმ ვირტუალიზაცია უფასოდ

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Proxmox - პრემიუმ ვირტუალიზაცია უფასოდ
Loading
/

რატომ proxmox?

ამ ბოლო დროს ჩემთვის და ბევრი კოლეგისთვის აქტუალური გახდა ვირტუალიზაციის ღია პლატფორმები, რაც უმიზეზოდ ნამდვილად არ ხდება.

მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და პრივატულ სასერვეროებში ტექნიკამ “მოძველება” დაიწყო. მოძველების მიზეზი არანაირად არ არის მათი მწყობრიდან გამოსვლა ან წარმადობის დაცემა. არც მათზე გაშვბული ამოცანების სირთულე და კომპლექსურობა გამხდარა მიზეზი ტექნიკის ჩამოსაწერად.

ვირტუალიზაციის პლატფორმები, რომლებთანაც შეხება მაქვს უმთავრესად vmware-ის გადაწყვეტილებებს ეფუძნება, რომლის განვითარებაც ფუნქციონალის მატებასთან ერთად აპარატურის მხარდაჭერის კლებით ხასიათდება. საუბარია “მოძველებული” სევერების, მათი პროცესორების ან გარკვეული ქსელური და მონაცემთა საცავის მართვის კომპონენტების მხარდაჭერის შეწყვეტაზე.

vSphere-ის ახალ ვერსიებზე გადასვლა საინტერესოა, როგორც კომპანიებისთვის ასევე სისტემური ადმინისტრატორებისთვის, მაგრამ ახალი სერვერების შეძენა და მათით ძველის ჩანაცვლება ძვირი სიამოვნება გახდა ქლაუდების ეპოქაში.

ქლაუდში მიგრაციისთვის ყველა აპლიკაცია არ არის მზად და მზადაც, რომ იყოს რომელიმე ქლაუდზე დამოკიდებულებაში ყოფნა ხშირად არ აწყობს არც კომპანიის ხელმძღვანელობას და არც დეველოპერების გუნდს.

რთული მდგომარეობიდან გამოსავალის ძიებაში ბევრი ინსტრუმენტი ვცადე, რომელთა შესახებაც მომავალში უფრო მეტს ვისაუბრებ, მაგრამ ამჯერად Proxmox-ზე შევჩერდები.

მისი არსებობის შესახებ ახლა ნამდვილად არ გამიგია და შეხება ადრეც მქონია, როგორც სატესტო ასევე პროდაქშენ გარემოში. თავის დროზე proxmox ჩამორჩებოდა vmware-ისა და citrix-ის გადაწყვეტილებებს, როგორც ფუნქციონალურად ასევე სამომხმარებლო ინტერფეისის თვალსაზრისით.

დღეისათვის ის სრულიად შეცვლილია და რაც მთავარია უკეთესობისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობა აქვს ვიდრე ფასიან კონკურენტებს.

promox დაფუძნებულია Debian ლინუქსზე, თუმცა ამ საოპერაციო სისტემას მისი ლიცენზიის მოქნილობისა და პაკეტების დიდი რაოდენობით მხარდაჭერის გამო იყენებს.

პროქსმოქსი, როგორც ყველაფერი ერთში სისტემა გვევლინება. მას აქვს გამოთვლითი, ქსელური და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობა. მასში მჭიდროდ არის ჩაშენებული KVM ჰიპერვიზორია და LXC კონტეინერიზაცია, პროგრამულად განსაზღვრული მონაცემთა საცავი და ფიზიკური და ვირტუალური ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა.

ჩაშენებული ვებ-ინტერფეისით თქვენ შეგიძლიათ ვირტუალური მანქანების, კონტეინერების, კლასტერების და კატასტროფისგან აღდენის ინსტრუმენტებით სარგებლობა.

მინიმალური დანახარჯებით თქვენ შეძლებთ თქვენი ფიზიკური თუ უკვე ვირტუალური ინფრასტრუქტურა გადაიტანოთ სრულიად ახალ, მოდმივად განახლებად და საწარმოო კლასის ვირტუალიზაციის პლატფორმაზე.

თუ ხართ დაინტერესებული დანერგვით ან სურვილი გაქვთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ მის შესახებ, არ მოგერიდოთ მომმართეთ…

გააზიარეთ: