Combined Shape

სერვერადმინი

OrbStack – Docker და Linux მაკზე

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
OrbStack - Docker და Linux მაკზე
Loading
/

დოკერი, ლინუქსი და ეს ყველაფერი სინათლის სიჩქარით!

Apple Silicon-ზე გადასვლისთანავე მწვავე პრობლემა გახდა დოკერისა და სხვა და სხვა საოპერაციო სისტემების ვირტუალურ გარემოში გამოყენება ჩემს მაკზე.

დღემდე colima (lima) ბაზაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ვიყენებდი, რომელიც დოკერის კონტეინერების გაშვებას qemu-ს საშუალებით x86 ვირტუალიზებულ ლინუქსზე გვთავაზობს. უნდა ითქვას, რომ ცუდი გადაწყვეტილება არ არის მაგრამ სიჩქარე, წარმადობა და მოქნილობა ნამდვილად აკლდა.

გუშინ ახალ გადაწყვეტილებას წავაწყდი და ეს არის OrbStack ! დავემშვიდობე ნელ და მოუხერხებელ კონტეინერებსა და ვირტუალურ მანქანებს. ხმამაღალი ნათქვამია? არა, ის ნამდვილად ამართლებს ყველა მოლოდინს.

ტექნოლოგია მარტივია, ის WSL-ის მსგავსად იყენებს საკუთარ მოდიფიცირებულ ლინუქსის ბირთვს, რომელიც სრულიად საკმარისია დიდი რაოდენობის ლინუქსის დისტრიბუტივების გასაშვებად.

დოკერის arm64 თავსებადი კონტეინერები სინათლის სიჩქარით მუშაობს, დიდად არ ჩამოუვარდება x86 იმიჯებიც, რომლებიც Rosetta 2-ის დახმარებით პირდაპირ ეშვება. (colima-ში ყველაფერი linux ვირტუალურ მანქანაში ხდება).

რაც შეეხება Linux-ის დისტრიბუტივებს, მათი მხარდაჭერა მართლაც საოცარია. რამდენიმე წამში თქვენ უკვე გაქვთ გამზადებული ლინუქს გარემო, რომელიც პირდაპირ თქვენთვის სასურველი ტერმინალიდან იხსნება.

ლინუქსის გრაფიკული გარემოს პირდაპირ გაშვება არ არის შესაძლებელი, მაგრამ არავინ გიშლით გამოიყენოთ XQuartz ან XRDP პროტოკოლები.

მხარდაჭერილია შემდეგი დისტრიბუტივები:

  • Alma
  • Alpine
  • Arch
  • CentOS
  • Debian
  • Devuan
  • Fedora
  • Gentoo
  • Kali
  • NixOS
  • openSUSE
  • Oracle
  • Rocky
  • Ubuntu
  • Void

დეველოპერები გვპირდებიან, რომ ახლო მომავალში იქნება გრაფიკული გარემოც და kubernetes-ის ლოკალური კლასტერის გაშვების შესაძლებლობაც.

გააზიარეთ: