ევროკავშირმა Apple გააფრთხილა!

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
ევროკავშირმა Apple გააფრთხილა!
Loading
/

პორტების ომი: USB Type-C -> ევროკავშირი -> Apple

გასულ წელს ევროკავშირმა კანონი მიიღო, რომელიც ავალდებულებს Apple-ს შემდეგი თაობის iPhone უნივერსალური პორტით აღჭურვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას კავშირის ტერიტორიაზე მოწყობილობების გაყიდვდა აეკრძალება. ინსაიდერები თვლიან, რომ გადასვლა სწორედ iPhone 15-ში მოხდება, რომელიც წელს შემოდგომაზე გამოვა.

მოარული ჭორების თანახმად ვარაუდი გამოითქვა, რომ Apple შეზღუდავს დამუხტვის სიჩქარეს არასერტიფიცირებული კაბელებით. საუბარია Made for iPhone პროგრამის შესახებ, რომელსაც კომპანია Lightning მოწყობილობების სერტიფიცირებისთვის იყენებს.

ამ ჭორს ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა წერილით უპასუხა Apple-ის მიმართ, რომელშიც გააფრთხილა ისინი, რომ USB კაბელების მსგავსი შეზღუდვა აკრძალულია. კომისიის წევრი ამბობს, რომ კომპანიის ასეთი ქმედება ხელს შეუშლის iPhone-ების გაყიდვებს ევროკავშირში.

კაბელების საქმე საწყისს ჯერ კიდევ უხსოვარ წარსულში იღებს, როცა კომპანიები თავისი სტანდარტების და მოწყობილობების გასავრცელებლად იბრძოდნენ. პიონერი თუ არ ვცდები Sony იყო, რომელმაც ჯერ კიდევ USB პორტის გამოგონებამდე დაიწყო საკუთარი სტანდარტების შემოტანა, რა ტენდენციაც შემდგომში სხვა მწარმოებლებმაც დანერგეს პრაქტიკაში და დღეისათვის არმოვჩნდით მდგომარეობაში, როცა ერთი ლეპტოპის დამტენი მეორეს არ ერგება.

მადლობა ინჟინრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არსებობს USB სტანდარტი, რომელიც პერიფერიული მოწყობილობების ქაოსისგან გვიცავს. მაგრამ ნაწილობრივი უწესრიგობა ამ სტანდარტის შიგნითაც არ გვაკლია.

წარმოიდგინეთ, რომ USB Type-C პორტის ქონა მოწყობილობაში ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის სტანდარტით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფუნქციას შეასრულებს.

ამას კარგი და ცუდი მხარეები აქვს. ცუდია, რომ მომხმარებელს მოწყობილობის სრული სპეციფიკაციების ნახვა მოუწევს სანამ გაჯეტის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ასევე მოუწევს ამა თუ იმ კაბელის მის მოთხოვნებთან შესაბამისობაში გარკვევაც. კარგია, რომ მწარმოებლებს შეუძლიათ პორტის ფუნქციონალი შეზღუდონ მოწყობილობის წარმოების და შესაბამისად გასაყიდი ფასის შესამცირებლად.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი Type-C პორტით შესაძლებელია არა მხოლოდ ენერგიის და ფაილების გადაცემა. ის საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ ქსელებით, მონიტორებით და გარე ვიდეო ბარათები და მძლავრი პერიფერიული მოწყობილობებიც კი მივაერთოთ კომპიუტერს.

ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ დღევანდელი ფლაგმანური სმარტფონები პერსონალურ კომპიუტერებს წარმადობაში დიდად არ ჩამოუვარდება, რაც ფუნქციონალის გაფართოების უამრავ ვარიანტს გვთავაზობს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიო და მწარმოებლები გარკვეულ სტანდარტებზე შევთანხმდეთ, რადგანაც რო არა ასეთი შეთანხმება დღეს ინტერნეტიც კი არ გვექნებოდა.

გააზიარეთ: