გამოვიდა Docker Desktop 4.50

კონტეინერული აპლიკაციების შემუშავებისა და განთავსების პლატფორმამ Docker Desktop-მა გამოუშვა ვერსია 4.50. მასში შემოთავაზებულია გაფართოებული გამართვის (debugging) შესაძლებლობები. ახლა Docker Debug ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის უფასოდ. ასევე, ახალ ვერსიაში გაფართოვებულია ინტეგრაცია პოპულარულ IDE-ებთან, მათ შორის Dockerfile-ის გამართვის ხელსაწყო (debugger) VSCode-ის გაფართოებაში, რათა ეტაპობრივად გაანალიზდეს იმიჯების აწყობა. Windows-ის მომხმარებლებისთვის Docker Desktop 4.50-ში გაუმჯობესებულია WSL2-ის ინტეგრაციის დონის სტაბილურობა და […]

Red Hat Enterprise Linux 9.7 და 10.1-ის გამოშვება

კომპანია Red Hat-მა განაცხადა კორპორაციული დისტრიბუციის Red Hat Enterprise Linux 10.1 გამოშვების შესახებ, ასევე სერიის მორიგი განშტოების – Red Hat Enterprise Linux 9.7. გამოშვებები ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Red Hat Customer Portal-ზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით (რეგისტრაციის გარეშე გასაცნობად შესაძლებელია CentOS Stream 10 საინსტალაციო iso-გამოსახულებების, ასევე RHEL-ის უფასო დეველოპერული ხელმოწერის გამოყენება). დისტრიბუციები ხელმისაწვდომია x86_64, s390x (IBM System z), […]

Google-მა განაცხადა, რომ Android გაამკაცრებს დეველოპერების კეთილსინდისიერების შემოწმებას

Google-მა განაცხადა Android-დეველოპერების კეთილსინდისიერების შემოწმების გამკაცრების სისტემის ტესტირების დაწყების შესახებ, ასევე ადრე შემოღებული წესების შესახებ, რომლებიც კრძალავს არაოფიციალურად მიღებული apk-ფაილების გამოქვეყნებას Google-ში დაუდასტურებელი და მასთან დაკავშირებული შემოწმებული ანგარიშის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ აცხადებდნენ გასულ წელსაც, ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის გაზრდას იმ აპლიკაციების მიმართ, რომლებიც ვრცელდება არა Google Play-ის, არამედ მესამე მხარის წყაროებიდან. […]

Ubuntu 25.10 უარს ამბობს X11-ზე Wayland-ის სასარგებლოდ: მტკიცე ნაბიჯი წინ

მიყვარს Ubuntu-ს კარგი გამოცემები. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ყველა ეს სიახლე გადაეცემა Linux-ის ასობით დისტრიბუციას, რომლებიც Canonical-ის OS-ზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, არის ის ფაქტორიც, რომ ახალი გამოცემა ყოველთვის აუმჯობესებს Ubuntu-ს, როგორც ოპერაციულ სისტემას. მაშინაც კი, როცა საქმეში ცოტა დრამაცაა ჩართული. დრამა? გასაოცარია. სერიოზულად, Ubuntu 25.10-მა შესაძლოა ზოგიერთის გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეს უკვე […]

გამოვიდა TrueNAS 25.10 (Goldeye) — ღია კოდის NAS პროექტი

2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომპანია iXsystems-მა გამოუშვა TrueNAS 25.10. Linux-ზე დაფუძნებული ქსელური საცავების (NAS) და მონაცემთა შენახვის სხვა მოწყობილობების პლატფორმის ახალმა ვერსიამ მიიღო NVMe over Fabric (NVMe-oF) მხარდაჭერა და ZFS ფაილური სისტემის მუშაობის გაუმჯობესება, ასევე სხვა დამატებითი ფუნქციები განახლებული OpenZFS 2.3.4-ის წყალობით. TrueNAS პროექტის წინა სტაბილური ვერსია 25.04 (Fangtooth) გამოვიდა 2025 წლის აპრილში. გარდა ამისა, […]

ფედორა ლინუქს 43-ის რელიზი შედგა

2025 წლის 28 ოქტომბერს შედგა ფედორა ლინუქს 43-ის რელიზი (GNOME 49/KDE Plasma 6.4.5, Linux ბირთვი 6.17, GCC 15.2, LLVM 21, glibc 2.42, Python 3.14, RPM 6.0, Perl 5.42, binutils 2.45, glibc 2.42 და gdb 17.1-ით). ფედორა ლინუქს 42-ის გამოშვება მოხდა 2025 წლის აპრილში. ფედორა ლინუქს 41-ის გამოშვება შედგა 2024 წლის ოქტომბერში. ფედორა ლინუქს 40-ის ვერსია […]

Apple-მა Swift ენაზე Android-აპლიკაციების დეველოპერებისთვის ინსტრუმენტები წარმოადგინა

კომპანია Apple-მა წარადგინა და დაანონსა Android პლატფორმისთვის Swift SDK ინსტრუმენტარიუმის წინასწარი ნაკრები. SDK აგრძელებს მაისში წარმოდგენილ ინიციატივებს Swift-ის, როგორც კროსპლატფორმული Android აპლიკაციების შესაქმნელი ენის, გამოსაყენებლად. Swift SDK-ის ვერსიები Android აპლიკაციების დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომია macOS, Linux და Windows-ისთვის. გასაცნობად გამოქვეყნებულია ინსტრუქციები უმარტივესი Swift-ზე დაფუძნებული კროსპლატფორმული აპლიკაციის ასაწყობად, რომელიც ერთდროულად მუშაობს Android პლატფორმაზე, ასევე მოცემულია აპლიკაციების შესაქმნელად განკუთვნილი […]

KDE Plasma 6.5-ის რელიზი

2025 წლის 21 ოქტომბერს გამოვიდა KDE Plasma 6.5 დესკტოპის გარემო. პროექტის წინა სტაბილური ვერსია გამოვიდა ოთხი თვის წინ. KDE-ის ახალი გამოშვებების მუშაობის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას KDE Neon-ისა (KDE Neon) და openSUSE-ის (openSUSE) პროექტების ასამბლეები (Argon, რომელიც დაფუძნებულია openSUSE Leap-ზე, და Krypton, რომელიც დაფუძნებულია openSUSE Tumbleweed-ზე). 9To5Linux-ის მონაცემებით, KDE Plasma 6.5-ში ძირითადი ცვლილებები და გაუმჯობესებებია:

Windows როდის? Windows ახლა

ოფიციალური ბლოგპოსტის თარგმანი Zed უკვე ხელმისაწვდომია Windows-ზე. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სტაბილური ვერსია აქედან. ან თუ გსურთ ყველაზე უახლესი ვერსია, შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარი ვერსია, რომელიც ახალ ფუნქციებს ერთი კვირით ადრე იღებს. Windows უკვე სრულად მხარდაჭერილი პლატფორმაა Zed-ისთვის. ჩვენ ყოველკვირეულად გამოვაქვეყნებთ განახლებებს, ისევე როგორც Mac-ისა და Linux-ისთვის. Zed-ის რამდენიმე ინჟინერი Windows-ს იყენებს თავის ყოველდღიურ სამუშაო სისტემად, და ჩვენ […]

PostgreSQL 18: ახალი ეპოქა მონაცემთა ბაზების მენეჯმენტში

2025 წლის სექტემბერში გამოვიდა PostgreSQL 18-ის სტაბილური ვერსია, რომელიც ახლა უახლესია. თუ შენ ხარ PostgreSQL-ის მოყვარული ან უბრალოდ დაინტერესებული ღია კოდის მონაცემთა ბაზებით, მაშინ ეს განახლებული პოსტი შენთვისაა. PostgreSQL 18 მოიცავს მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს შესრულებაში, უსაფრთხოებაში, მონიტორინგსა და რეპლიკაციაში, რაც მას კიდევ უფრო მძლავრ ხდის წინა ვერსიებთან შედარებით. ეს რილიზი არა მხოლოდ ტექნიკურ დეველოპერებს უწყობს ხელს, […]