Twitter -> X

ელონ მასკმა თავისი ოცნება აიხდინა და Twitter-ს სახელი შეუცვალა. გაბედული გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის მხრიდან ბევრ ცვლილებას შეიტანს ბრენდის აღქმაში. ერთის მხრივ სახელი “X” მარტივი დასამახსოვრებელია და ამით განსაკუთრებული ყურადღების მიპრყრობაა შესაძლებელი, თუმცა ლურჯი ჩიტი გამორჩეული და ცნობადი იყო და შესაძლოა ამ ნაბიჯმა არსებული აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს. მნსგავსი ნაბიჯი სარისკოა იმის გათვალისწინებითაც რომ სოციალური ქსელი […]
RHEL – მორალის დეგრადაცია?

Red Hat-ის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა
ChatGPT 4 – “გამოშტერდა” ?

ChatGPT არის გენერაციული AI მოდელი, რომელიც მეცადინეობს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, რითაც უფრო ეფექტური ხდება. თეორიულად დროის გასვლასთან ერთად მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ის უფრო ჭკვიანი უნდა გახდეს. სტენფორდის უნივერსიტეტისა და ბერკლის მკვლევარებმა შეისწავლეს ChatGPT-ის მასიური ენობრივი მოდელის განვითარება დროის ჭრილში, რადგანაც OpenAI პროდუქტის განვითარების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ ავრცელებს. ექსპერიმენტის ჩატარებისას მათ გამოიყენეს […]
GitHub Copilot Chat – დაიწყო საჯარო ბეტა ტესტირება

GitHub Copilot არის პოპულარული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამირების ასისტენტი, რომელიც ეხმარება დეველოპერებს დაწერონ კოდი უფრო სწრაფად და მარტივად. Microsoft-ის საკუთრებაში არსებული GitHub Copilot შემდეგ საფეხურზე გადადის Copilot Chat-ის დანერგვით. GitHub-ის Copilot Chat დახურული საჯარო ბეტადან ახალ ღია საჯარო ტესტირების ფაზაში გადავიდა. Copilot Chat არის ახალი პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს გამოიყენონ Copilot-ის შესაძლებლობები საუბრის რეჟიმში. […]
საბჭოთა აზროვნება აიტი გარემოში

ხშირად ამა თუ იმ პროექტზე მუშაობისას დამკვეთებისგან გამიგია მოსაზრება, რომ ყველაფერი რასაც აიტი მათი ბიზნესისთვის აკეთებს მარტივია და სწრაფია და ამაში ზედმეტის გადახდა უწევთ. თითქოს 15 წუთში მოგვარებული პრობლემა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე 15 საათში. პროცესების ავტომატიზაცია სწორედ დროის და რესურსების ეკონომიას უზრუნველყოფს და გასაკვირიც არ უნდა იყოს თუ რატომ ჭირდება ჩვეულებრივზე ნაკლები დრო სისტემის […]
Proxmox Virtual Environment 8.0

Proxmox Virtual Environment 8.0, სპეციალიზებული Linux დისტრიბუტივია, რომელიც დაფუძნებულია Debian GNU/Linux-ზე, მიზნად ისახავს ვირტუალური სერვერების განლაგებას და შენარჩუნებას LXC-ისა და KVM-ის გამოყენებით და შეუძლია შეცვალოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა VMware vSphere, Microsoft Hyper-V და Citrix. ახალ გამოცემაში: გადაერთო Debian 12 პაკეტის ბაზაზე.Linux-ის ბირთვი განახლებულია 6.2 ვერსიაზე.QEMU 8.0.2, LXC 5.0.2, OpenZFS 2.1.12, Ceph 17.2.6 უზრუნველყოფილია Proxmox VE […]
Reddit-მა საბრედიტებს მოდერატორებს გადადგომისკენ მოუწოდა

გრძელდება დრამა, რომელიც Reddit-ის ხელმძღვანელმა წამოიწყო იმით, რომ API-ზე გარეშე წვდომა ფასიანი გახადა, რასაც საბრედიტების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოყვა. API-ზე დამოკიდებულმა აპლიკაციები კი ქრებიან გამადხელუუნარობის გამო. ამჯერად პლატფორმამ მოდერატორებს მოუწოდა დაფიქრდენენ იმაზე, რომ მათი საბრედიტების მართვა უფრო ადეკვატურ და აქტიურ წევრებს გადასცენ. შეტყობინებაში ნათქვამია: “საბრედიტები საზოგადოების საკეთილდღეოდ არსებობენ, რომლებიც მათ მიმართავენ მხარდაჭერისა და ინფორმაციისთვის, სხვა ადამიანებთან […]
გაფიცვები Reddit-ზე

2023 წლის 13 ივნისს რედიტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ჰაფმანმა თანამშრომლებს აუხსნა, რომ საბრედიტების გაფიცვები მალე დასრულდება და ამ სიტუაციას მოთმინებით უნდა მოეკიდონ. მისი აზრით ამ უსიამოვნო სიტუაციის გამო ბევრი ხმაურია ატეხილი და იმაზე მეტრი ვიდრე ის მოელოდა. მიუხედავად ყველაფრისა ის არ შეცვლის გადაწყვეტილებას API-ზე წვდომა გახდეს ფასიანი. ჰაფმანი ამბობს, რომ გაფიცვამ ვერ იქონია სერიოზული გავლენა […]
ხელოვნური ინტელექტი და რელიგია

ამ სტატიის დაწერის იდეა მაშინ მომივიდა, როცა სიახლეებს შორის აღმოვაჩინე, რომ გერმანიაში ქალაქ ფიურტში 300 პროტესტანტი დაესწრო საეკლესიო ღვთისმსახურებას, რომელიც თითქმის სრულად ხელოვნურმა ინტელექტმა აღავლინა. გიგანტურ ეკრანზე საკურთხევლის თავზე ChatGPT-მ სხვა და სხვა გამოსახულებების თანხლებით ჩაატარა 40 წუთიანი მსახურება ლოცვებით, რელიგიური მუსიკით, ქადაგებითა და დალოცვით. იონას ციმერლაინმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი შეასრულა 98%-ით, ხოლო […]
Apple Vision Pro – არასწორ დროს არასწორ ადგილას?

უდაოა ის ფაქტი, რომ მსგავსი სირთულის და ტექნოლოგიური წინსვლის მომსწრენი იშვიათად გავმხდარვართ, თუმცა ამაში ბევრი არსებული ვიარ/ეიარ ჩაფხუტის მომხმარებელი შეიძლება შემედაოს. Apple-ის WWDC 2023 მიმართვაში კრინტი არავის არ დაუძრავს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მაგრამ 1 საათის განმავლობაში ვისმენდით იმას თუ არსებულ პროდუქტებში, როგორ დაამატეს ინტერაქტიული ვიჯეტების, შპალერების და სტიკერების მხარდაჭერა. კიდევ ერთი საათი დაეთმო ახალ პროდუქტს, […]