უსაფრთხოება დედაპლატის დონეზე

კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე საუბარი აპარატულ დონეზე არც ისე ხშირი იყო კიბერ ისტორიის ადრეულ წლებში. ჯერ კიდევ საუკუნის ნულოვან წლებში BIOS-ის განახლება ითვლებოდა საფრთხის შემცველ ქმედებად, რომელსაც დედაპლატის მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო. მახსოვს ბიოსის განახლებისას კომპიუტერს UPS-ზე ვაერთებდით, რომ პროცესის მიმდინარეობისას ელექტრო ენერგიის წყვეტას კატასტროფულ შედეგებამდე არ მივეყვანეთ. უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელი იყო BIOS-ის ჩაწერა სხვა თავსებად დედაპლატაზე […]
არაენერგოეფექტური საათი

Windows 11-ის ფუნქციონალურ განახლებებს არაერთხელ შევეხე წინა გამოშვებებში, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ახლა უნდა გაგაცნოთ ჩემთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. Neowin.net-ის ავტორმა გადაწყვიტა დაედგინა რამდენად მოქმედებს წამების გამოჩენა Windows 11-ის საათში, რომელიც სისტემურ ზოლზეა გამოსახული ენერგიის მოხმარებაზე. Moment 3 განახლების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ამ ფუნქციონალს ამატებს საოპერაციო სისტემაში. ექსპერიმენტი HP Pavilion x360 ნოუთბუქზე ჩატარდა, რომელსაც მე-11 თაობის Intel […]
Windows 11 Backup

როგორც ჩანს ახალი ფუნქციონალი მაიკროსოფტის საოპერაციო სისტემაში ყოველთვიურად დაემატება და ვერც კი ვიგრძნობთ, როგორ აღმოვჩნდებით Windows 12-ში. განახლება ამჯერად სარეზერვო კოპირებასა და აღდგენას შეეხო. Windows Backup აპლიკაციის დანიშნულება ახალ კომპიუტერზე გადასვლას ამარტივებს, ასევე გვიადვილებს ხელახლა გადაყენების შემდეგ მწყობრში სწრაფად ჩადგომას. ამ პროგრამას შეუძლია სწრაფად გადაიტანოს ახალ კომპიუტერში ფოტოგრაფიები, ფაილები, პაროლები და პარამეტრები. აღდგენის შემდეგ Microsoft […]
ROOTADMIN #1

Microsoft Build 2023 ChatGPT iOS App
Apple მხოლოდ iPhone არ არის

კომპანია Apple-ის ისტორია დეტალურად თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ონლაინ მოიძიოთ უამრავი რეალური თუ არარეალური მასალა, თუმცა დღეს მე პირადი გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იან წლების დასაწყისში ჯერ კიდევ ტელევიზიაში, როცა ვმუშაობდი და პერსონალური კომპიუტერების საშულებით აუდიო/ვიდეო მონტაჟისა და კომპოზიტინგის საწყისებს ვეცნობოდი, მასწავლებლებისგან ხშირად მესმოდა, რომ არსებობს საუკეთესო პლატფორმა, რომელსაც პროფესიონალები ყენებენ და ქვია […]
რას უნდა ველოდეთ Apple-ის WWDC’23 ღონისძიებაზე

წლევანდელი Apple-ის საერთაშორისო დეველოპერების კონფერენცია დიდი მოლოდინებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში ჭორების და გაჟონვების შემდეგ ვიხილავთ შერეული რეალობის ჩაფხუტს, რითაც კომპანია ახალი პროდუქტების კატეგორიაში შევა. ამით Apple კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ვირტუალური რეალობა არც ისე უპერსპექტივო მიმართულებაა. ასევე ვიხილავთ საოპერაციო სისტემების განახლებებს, ახალ აპლიკაციებსა, ფუნქციონალს და ახალ აპარატურას. წელს მთავარი მიმართვა ე.წ. ქინოუთი 5 ივნისს, […]
Samsung, Google, Microsoft

Google-ის ჩანაცვლების მცდელობა
Apple – ხელოვნურ ინტელექტში ჩამორჩენა თუ პრივატულობის დაცვა

ამას წინათ მეგობარს ტელეგრამში ჩემი მუსიკალური კომპოზიცია გავუგზავნე. ფაილის მიღების შემდეგ შესაძლებელი იყო ტელეგრამშივე მოსმენა, თუმცა მისი საოპერაციო სისტემაში ჩაშენებული მუსიკალური ფლეერისთვის მიწოდება შეუძლებელი აღმოჩნდა. პრობლემის მოგვარების ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგანაც Apple-ის პოლიტიკიდან გამომდინარე შეუძლებელია მუსიკალურ ბიბლიოთეკაში რამე დაემატოს გარეშე წყაროდან. ამის შესაძლებლობა Apple Music სერვისით ან iTunes-ის (Windows) ან Apple Music (MacOS)-ზე არის […]
მომდევნო 5 წელი ყველაზე ცხელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში

ხშირად ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ მავანთა მიერ გამოიყენება გრანტების და კვლევების დაფინანსების მოსაპოვებლად, რომლებიც რეალურად არ ასახავენ მდგომარეობას და შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა. ამჯერად მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში კლიმატური პროგნოზების შესახებ. როგორც ჩანს მომავალი 5 წლის პროგნოზი საშიშნლად გამოიყურება. კვლევის მიხედვით 2023 – 2027 წლები ყველაზე ცხელი პერიოდი იქნება დაკვირვებების ისტორიაში. ამ წლების განმავლობაში […]
ევროპელი მომხმარებლის მოტყუება გართულდება

წარმოიდგინე ზიხარ და რომელიმე მსოფლიო ლიდერი მწარმოებლის ახალი ფლაგმანური გაჯეტის პრეზენტაციას უყურებ. როგორც წესი კომპანიის ხელმძღვანელი დგას სცენაზე და თვალებში ნაცარს გაყრის სიტყვებით, როგორიცაა “Amazing”, “Incredible”, “All-Day Battery Life” და ა.შ. ევროპარლამენტმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც გააუმჯობესებს სამომხმარებლო ელექტრონიკის მარკირებას. მის ფარგლებში იკრძალება შეცდომაში შემყვანი მონაცემების მითითება. დირექტივა ასევე ითვალისწინებს დაუდასტურებელი ან გაურკვეველი გარემოსდაცვითი განცხადებების […]