Docker Desktop 4.43-ის გამოშვება | Docker

Docker Desktop 4.43-მა ახლახან გამოუშვა ძლიერი განახლებების ნაკრები, რომელიც ამარტივებს დეველოპერებისთვის AI მოდელებისა და MCP ხელსაწყოების გაშვებას, მართვას და დაცვას. Model Runner ახლა მოიცავს მოდელების უკეთეს მართვას, OpenAI API-ის გაფართოებულ თავსებადობას და გაშვების ქცევის წვრილმარცვლოვან კონტროლს. გაუმჯობესებული MCP კატალოგი აადვილებს MCP სერვერების აღმოჩენასა და გამოყენებას, და ახლა მხარს უჭერს თქვენი საკუთარი MCP სერვერების გაგზავნას! ამავდროულად, […]

Windows Server-ში PPTP და L2TP პროტოკოლები აღარ იქნება

მაიკროსოფტმა ოფიციალურად შეწყვიტა Point-to-Point (PPTP) და Layer 2 Tunneling Protocol (L2TP) გვირაბის პროტოკოლების მხარდაჭერა Windows Server-ის მომავალ ვერსიებში. ადმინისტრატორებს ურჩიეს გადასულიყვნენ სხვა პროტოკოლებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საწარმოები იყენებდნენ PPTP და L2TP VPN პროტოკოლებს კორპორატიულ ქსელებსა და Windows სერვერებზე დისტანციური წვდომის უზრუნველსაყოფად. თუმცა, კიბერუსაფრთხოების თავდასხმებისა და რესურსების სულ უფრო რთულად […]

Ubuntu 24.10 დისტრიბუტივის გამოშვება

გამოქვეყნდა Ubuntu 24.10 “Oracular Oriole” დისტრიბუტივის რელიზი, რომელიც მიეკუთვნება შუალედურ გამოშვებებს და რომლისთვისაც განახლებები მზადდება 9 თვის განმავლობაში (მხარდაჭერა გაგრძელდება 2025 წლის ივლისამდე). მომზადებულია საინსტალაციო იმიჯები Ubuntu, Ubuntu Server, Lubuntu, Kubuntu, Ubuntu Mate, Ubuntu Budgie, Ubuntu Studio, Xubuntu, UbuntuKylin (ჩინეთისთვის განკუთვნილი ვერსია), Ubuntu Unity, Edubuntu და Ubuntu Cinnamon-ისთვის. ძირითადი ცვლილებები: დისტრიბუტივის გადმოსაწერად ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს.

OpenWrt One – ღია როუტერი

გამოცხადდა OpenWrt One/AP-24.XY-ის, პირველი ოფიციალური უსადენო როუტერის, გაყიდვაში გამოსვლა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა OpenWrt და Banana Pi პროექტების მიერ. OpenWrt საზოგადოებამ მოახდინა მოწყობილობის დიზაინი და პროგრამული უზრუნველყოფის მომზადება, ხოლო Banana Pi საზოგადოებამ თავის თავზე აიღო წარმოება და დისტრიბუცია თავისი გაყიდვების ქსელის მეშვეობით. როუტერი შეგიძლიათ შეუკვეთოთ Aliexpress Global-ზე 99 ევროდ. თითოეული გაყიდული ერთეულიდან გარკვეული პროცენტი გადაირიცხება OpenWrt […]

Twitter -> X

ელონ მასკმა თავისი ოცნება აიხდინა და Twitter-ს სახელი შეუცვალა. გაბედული გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის მხრიდან ბევრ ცვლილებას შეიტანს ბრენდის აღქმაში. ერთის მხრივ სახელი “X” მარტივი დასამახსოვრებელია და ამით განსაკუთრებული ყურადღების მიპრყრობაა შესაძლებელი, თუმცა ლურჯი ჩიტი გამორჩეული და ცნობადი იყო და შესაძლოა ამ ნაბიჯმა არსებული აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს. მნსგავსი ნაბიჯი სარისკოა იმის გათვალისწინებითაც რომ სოციალური ქსელი […]

ChatGPT 4 – “გამოშტერდა” ?

ChatGPT არის გენერაციული AI მოდელი, რომელიც მეცადინეობს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, რითაც უფრო ეფექტური ხდება. თეორიულად დროის გასვლასთან ერთად მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ის უფრო ჭკვიანი უნდა გახდეს. სტენფორდის უნივერსიტეტისა და ბერკლის მკვლევარებმა შეისწავლეს ChatGPT-ის მასიური ენობრივი მოდელის განვითარება დროის ჭრილში, რადგანაც OpenAI პროდუქტის განვითარების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ ავრცელებს. ექსპერიმენტის ჩატარებისას მათ გამოიყენეს […]

Reddit-მა საბრედიტებს მოდერატორებს გადადგომისკენ მოუწოდა

გრძელდება დრამა, რომელიც Reddit-ის ხელმძღვანელმა წამოიწყო იმით, რომ API-ზე გარეშე წვდომა ფასიანი გახადა, რასაც საბრედიტების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოყვა. API-ზე დამოკიდებულმა აპლიკაციები კი ქრებიან გამადხელუუნარობის გამო. ამჯერად პლატფორმამ მოდერატორებს მოუწოდა დაფიქრდენენ იმაზე, რომ მათი საბრედიტების მართვა უფრო ადეკვატურ და აქტიურ წევრებს გადასცენ. შეტყობინებაში ნათქვამია: “საბრედიტები საზოგადოების საკეთილდღეოდ არსებობენ, რომლებიც მათ მიმართავენ მხარდაჭერისა და ინფორმაციისთვის, სხვა ადამიანებთან […]

გაფიცვები Reddit-ზე

2023 წლის 13 ივნისს რედიტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ჰაფმანმა თანამშრომლებს აუხსნა, რომ საბრედიტების გაფიცვები მალე დასრულდება და ამ სიტუაციას მოთმინებით უნდა მოეკიდონ. მისი აზრით ამ უსიამოვნო სიტუაციის გამო ბევრი ხმაურია ატეხილი და იმაზე მეტრი ვიდრე ის მოელოდა. მიუხედავად ყველაფრისა ის არ შეცვლის გადაწყვეტილებას API-ზე წვდომა გახდეს ფასიანი. ჰაფმანი ამბობს, რომ გაფიცვამ ვერ იქონია სერიოზული გავლენა […]