ენერგიის დაზოგვა გარე განათებაში
ამას წინათ სადარბაზოში მოღრეცილად დაყენებულმა მოძრაობის სენსორმა ძლივს შემამჩნია და შუქი აანთო. ლიფტის ამოსვლამდე თავში აზრმა გამიელვა თუ რამდენად შესაძლებელია მსგავსი მექანიზმების გამოყენება ქალაქის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ აქაც ბედმა არ გამიღიმა და მსგავსი ტექნოლოგია ნორვეგიაში უკვე დაუნერგავთ კიდევაც. განსხვავებით ჩემი იდეისა შუქის სრულად ჩაქრობით მათ უკეთესი სისტემა […]