Seagate-მა 32 ტერაბაიტიანი Exos M მყარი დისკები ახალი ტექნოლოგიით გამოუშვა
კომპანია Seagate-მა გამოუშვა პირველი Exos M მყარი დისკი, რომელიც დაფუძნებულია სითური მაგნიტური ჩაწერის (Heat-Assisted Magnetic Recording, HAMR) ტექნოლოგიაზე ფართო ბაზრისთვის. ის გვთავაზობს 32 ტერაბაიტ მოცულობას. ჯერ კიდევ 2022 წელს Seagate-მა განაცხადა, რომ შექმნა HAMR-ზე დაფუძნებული HDD თავისი ახალი Mozaic 3+ პლატფორმის გამოყენებით, თუმცა მას კლიენტების შეზღუდულ წრეს სთავაზობდა. კომპანიამ ამ ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტები 2007 წელს დაიწყო. […]