![სერვერადმინის ბლოგპოსტები სერვერადმინის ბლოგპოსტები](https://serveradmin.ge/wp-content/uploads/2023/05/mz58x1gb-150x150.webp)
დოკერი, ლინუქსი და ეს ყველაფერი სინათლის სიჩქარით!
Apple Silicon-ზე გადასვლისთანავე მწვავე პრობლემა გახდა დოკერისა და სხვა და სხვა საოპერაციო სისტემების ვირტუალურ გარემოში გამოყენება ჩემს მაკზე.
დღემდე colima (lima) ბაზაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ვიყენებდი, რომელიც დოკერის კონტეინერების გაშვებას qemu-ს საშუალებით x86 ვირტუალიზებულ ლინუქსზე გვთავაზობს. უნდა ითქვას, რომ ცუდი გადაწყვეტილება არ არის მაგრამ სიჩქარე, წარმადობა და მოქნილობა ნამდვილად აკლდა.
გუშინ ახალ გადაწყვეტილებას წავაწყდი და ეს არის OrbStack ! დავემშვიდობე ნელ და მოუხერხებელ კონტეინერებსა და ვირტუალურ მანქანებს. ხმამაღალი ნათქვამია? არა, ის ნამდვილად ამართლებს ყველა მოლოდინს.
ტექნოლოგია მარტივია, ის WSL-ის მსგავსად იყენებს საკუთარ მოდიფიცირებულ ლინუქსის ბირთვს, რომელიც სრულიად საკმარისია დიდი რაოდენობის ლინუქსის დისტრიბუტივების გასაშვებად.
![](https://serveradmin.ge/wp-content/uploads/2023/05/ulmkuvk-1024x846.webp)
დოკერის arm64 თავსებადი კონტეინერები სინათლის სიჩქარით მუშაობს, დიდად არ ჩამოუვარდება x86 იმიჯებიც, რომლებიც Rosetta 2-ის დახმარებით პირდაპირ ეშვება. (colima-ში ყველაფერი linux ვირტუალურ მანქანაში ხდება).
რაც შეეხება Linux-ის დისტრიბუტივებს, მათი მხარდაჭერა მართლაც საოცარია. რამდენიმე წამში თქვენ უკვე გაქვთ გამზადებული ლინუქს გარემო, რომელიც პირდაპირ თქვენთვის სასურველი ტერმინალიდან იხსნება.
![](https://serveradmin.ge/wp-content/uploads/2023/05/y2ftiaah-1024x852.webp)
ლინუქსის გრაფიკული გარემოს პირდაპირ გაშვება არ არის შესაძლებელი, მაგრამ არავინ გიშლით გამოიყენოთ XQuartz ან XRDP პროტოკოლები.
მხარდაჭერილია შემდეგი დისტრიბუტივები:
- Alma
- Alpine
- Arch
- CentOS
- Debian
- Devuan
- Fedora
- Gentoo
- Kali
- NixOS
- openSUSE
- Oracle
- Rocky
- Ubuntu
- Void
დეველოპერები გვპირდებიან, რომ ახლო მომავალში იქნება გრაფიკული გარემოც და kubernetes-ის ლოკალური კლასტერის გაშვების შესაძლებლობაც.