Combined Shape

სერვერადმინი

Reddit-მა საბრედიტებს მოდერატორებს გადადგომისკენ მოუწოდა

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Reddit-მა საბრედიტებს მოდერატორებს გადადგომისკენ მოუწოდა
Loading
/

გრძელდება დრამა, რომელიც Reddit-ის ხელმძღვანელმა წამოიწყო იმით, რომ API-ზე გარეშე წვდომა ფასიანი გახადა, რასაც საბრედიტების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოყვა. API-ზე დამოკიდებულმა აპლიკაციები კი ქრებიან გამადხელუუნარობის გამო.

ამჯერად პლატფორმამ მოდერატორებს მოუწოდა დაფიქრდენენ იმაზე, რომ მათი საბრედიტების მართვა უფრო ადეკვატურ და აქტიურ წევრებს გადასცენ.

შეტყობინებაში ნათქვამია:

“საბრედიტები საზოგადოების საკეთილდღეოდ არსებობენ, რომლებიც მათ მიმართავენ მხარდაჭერისა და ინფორმაციისთვის, სხვა ადამიანებთან კავშირის ძიებაში არიან, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ. მოდერატორები ამ სივრცეებს მართავენ და მომხმარებლებისა და პლატფორმის ადმინისტრაციის ნდობით სარგებლობენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ საბრედიტები სტაბილური და მოდერირებული იყოს, რომ მომხმარებლებმა იპოვონ ადგილი სადაც შეძლებენ კავშირების განვითარებას.

თუ მოდერატორებს შორის არიან ისეთები ვისაც საბრედიტების ხელახლა გახსნა სურს, ჩენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და განვიხილავთ არსებული მოდერატორების მოხსნას ან იერარქიის შეცვლას აღნიშნული მიზნის მისაღწევად თუ უფრო მაღალი დონის მოდერატორი ხელს უშლის ამას.

ჩვენი მიზანია, რომ ვიმუშაოთ მოდერატორების არსებულ გუნდთან, რომ განვაგრძოთ წინსვლა, გავააქტიუროთ საბრედიტებიი, რომლებიც წლებია არსებობენ პლატფორმაზე. თუ მოდერატორებს არ შეუძლიათ ან არ სურთ საბრედიტების ხელახლა გახსნა და საზოგადოების მხარდაჭერა, მათთვის აჯობებს შეატყობინონ ადმინისტრაციას ამის შესახებ და მოგვცენ საშუალება განვავითაროთ საბრედიტი მათი მონაწილეობის გარეშე”

მოდერატორების ნაწილი შეშინდა და გახსნა საბრედიტი, ხოლო ნაწილი გადადგა და ადგილი დაუთმო უფრო დაბალი იერარქიის წარმომადგენლებს.

მოდერატორების ნაწილი თხოვენ Reddit-ს “მოუსმინონ დიდი სტაჟის მქონე მოდერატორებს, მონაწილეებსა და უბრალო მომხმარებლებს ნაცვლად იმისა, რომ აქეზებენ განდგომილებსა და ახალგაზრდა მოდერატორებს, რომლებიც ეწინაღმდეგებიან მათ ვინც უანგაროდ წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ პლატფორმას”

Reddit-მა მსგავსი მუქარით მოდერატორების ნაწილი აიძულა გადამდგარიყო.

მახსოვს წლების წინ Reddit-ს ინტერნეტის საოცრებას უწოდებდნენ, პლატფორმას, რომელიც ხალხისთვის შეიქმნა და ერთგვარ საწყის გვერდსაც კი წარმოადგენდა ვებისთვის. წლების შემდეგ, როცა პლატფორმა გაიზარდა და კომერციული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ხელმისაწვდომობა და თავისუფლება სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ამ ეტაპზე დეცენტრალიზებული ან ალტერნატიული პლატფორმა შესადარი ფუნქციონალითა და ხარისხით არ არსებობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ open source და თავისუფალი ინიციატივები მეტ ძალისხმევას საჭიროებს საზოგადოებისგან.

გააზიარეთ: