Combined Shape

სერვერადმინი

Twitter -> X

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Twitter -> X
Loading
/

ელონ მასკმა თავისი ოცნება აიხდინა და Twitter-ს სახელი შეუცვალა. გაბედული გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის მხრიდან ბევრ ცვლილებას შეიტანს ბრენდის აღქმაში. ერთის მხრივ სახელი “X” მარტივი დასამახსოვრებელია და ამით განსაკუთრებული ყურადღების მიპრყრობაა შესაძლებელი, თუმცა ლურჯი ჩიტი გამორჩეული და ცნობადი იყო და შესაძლოა ამ ნაბიჯმა არსებული აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს. მნსგავსი ნაბიჯი სარისკოა იმის გათვალისწინებითაც რომ სოციალური ქსელი აუდიტორიის ზრდის და სარეკლამო შემოსავლის შემცირების ტენდენციაშია.

საერთ ჯამში, სახელის ცვლილების წარმატება დამოკიდებულია მასკის გათვლების სისწორეზე. მან თუ შეძლო პლატფორმა უფრო ღია და ინკლუზიური გახადოს, მაშინ რებრენდინგი პოზიტიური ნაბიჯი იქნება. არაა გამორიცხული ეს ყველაფერი ხრიკი იყოს, რითაც ახალ მფლობელს პრობლემებისგან ყურადღების გადატანა უნდა და თუ ეს სიმართლეა სახელის შეცვლამ შესაძლოა ნეგატიური და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

წაადგება თუ არა მასკის აზარტული თამაში სოციალურ ქსელს, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი შეხედვით X-ით სახელის შეცვლა მაინც სარისკო ნაბიჯია პოტენციური უარყოფითი შედეგებით.

გააზიარეთ: