
პოდკასტი
სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტების აუდიო ვერსია პოდკასტის სახით
36 ეპიზოდი
- 3:30
უსაფრთხოება დედაპლატის დონეზე
კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე საუბარი აპარატულ დონეზე არც ისე ხშირი იყო კიბერ ისტორიის ადრეულ წლებში. ჯერ კიდევ საუკუნის ნულოვან წლებში BIOS-ის განახლება ითვლებოდა საფრთხის შემცველ ქმედებად, რომელსაც დედაპლატის მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო. მახსოვს ბიოსის განახლებისას კომპიუტერს UPS-ზე…
- 1:56
არაენერგოეფექტური საათი
Windows 11-ის ფუნქციონალურ განახლებებს არაერთხელ შევეხე წინა გამოშვებებში, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ახლა უნდა გაგაცნოთ ჩემთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. Neowin.net- ის ავტორმა გადაწყვიტა დაედგინა რამდენად მოქმედებს წამების გამოჩენა Windows 11-ის საათში, რომელიც სისტემურ ზოლზეა გამოსახული…
- 1:28
Windows 11 Backup
როგორც ჩანს ახალი ფუნქციონალი მაიკროსოფტის საოპერაციო სისტემაში ყოველთვიურად დაემატება და ვერც კი ვიგრძნობთ, როგორ აღმოვჩნდებით Windows 12-ში. განახლება ამჯერად სარეზერვო კოპირებასა და აღდგენას შეეხო. Windows Backup აპლიკაციის დანიშნულება ახალ კომპიუტერზე გადასვლას ამარტივებს, ასევე გვიადვილებს…
- 5:26
Apple მხოლოდ iPhone არ არის
კომპანია Apple-ის ისტორია დეტალურად თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ონლაინ მოიძიოთ უამრავი რეალური თუ არარეალური მასალა, თუმცა დღეს მე პირადი გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იან წლების დასაწყისში ჯერ კიდევ ტელევიზიაში, როცა ვმუშაობდი და პერსონალური კომპიუტერების საშულებით…
- 3:29
რას უნდა ველოდეთ Apple-ის WWDC'23 ღონისძიებაზე
წლევანდელი Apple-ის საერთაშორისო დეველოპერების კონფერენცია დიდი მოლოდინებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში ჭორების და გაჟონვების შემდეგ ვიხილავთ შერეული რეალობის ჩაფხუტს, რითაც კომპანია ახალი პროდუქტების კატეგორიაში შევა. ამით Apple კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ვირტუალური რეალობა არც ისე…
- 3:00
Apple - ხელოვნურ ინტელექტში ჩამორჩენა თუ პრივატულობის დაცვა
ამას წინათ მეგობარს ტელეგრამში ჩემი მუსიკალური კომპოზიცია გავუგზავნე. ფაილის მიღების შემდეგ შესაძლებელი იყო ტელეგრამშივე მოსმენა, თუმცა მისი საოპერაციო სისტემაში ჩაშენებული მუსიკალური ფლეერისთვის მიწოდება შეუძლებელი აღმოჩნდა. პრობლემის მოგვარების ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგანაც…
- 1:53
მომდევნო 5 წელი ყველაზე ცხელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში
ხშირად ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ მავანთა მიერ გამოიყენება გრანტების და კვლევების დაფინანსების მოსაპოვებლად, რომლებიც რეალურად არ ასახავენ მდგომარეობას და შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა. ამჯერად მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში კლიმატური პროგნოზების შესახებ.…
- 1:50
ევროპელი მომხმარებლის მოტყუება გართულდება
წარმოიდგინე ზიხარ და რომელიმე მსოფლიო ლიდერი მწარმოებლის ახალი ფლაგმანური გაჯეტის პრეზენტაციას უყურებ. როგორც წესი კომპანიის ხელმძღვანელი დგას სცენაზე და თვალებში ნაცარს გაყრის სიტყვებით, როგორიცაა "Amazing", "Incredible", "All-Day Battery Life" და ა.შ. ევროპარლამენტმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი,…
- 1:16
ენერგიის დაზოგვა გარე განათებაში
ამას წინათ სადარბაზოში მოღრეცილად დაყენებულმა მოძრაობის სენსორმა ძლივს შემამჩნია და შუქი აანთო. ლიფტის ამოსვლამდე თავში აზრმა გამიელვა თუ რამდენად შესაძლებელია მსგავსი მექანიზმების გამოყენება ქალაქის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ…
- 0:58
Google Bard ევროკავშირის ქვეყნებში და კანადაში მიუწვდომელია
Google I/O 2023-ზე გამოცხადდა, რომ Google Bard ხელმისაწვდომი იქნებოდა 180 ქვეყანაში, თუმცა დაავიწყდათ იმის თქმა, რომ ევროკავშირის ქვეყნები გამოტოვეს. მხარდაჭერის გვერდზე დეტალურად წერია ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ბარდია ხელმისაწვდომი. ქვეყნები დედამიწის ხვა და სხვა კუთხეებიდანაა, მაგრამ…
- 2:39
eSIM მითი და რეალობა
ეს რამდენიმე დღეა eSIM სისტემასთან ბრძოლაში ვიმყოფები და თან წარუმატებლად. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა ახალი სმარტფონის შეძენაში დახმარება მთხოვა. მეორად ბაზარზე მოწყობილობის შეძენა ჩემს პრაქტიკაში ხშირია ამიტომაც დაუფიქრებლად შევუდექი შესაბამისი პროდუქტის ძიებას. როგორც აიტი სპეციალისტი…